უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 აპრილი, 2019 17:15
font-size

სააკაშვილი ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსთან მიმართებაში - გია ვოლსკი

მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის, როგორც უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან მიმართებაში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი 12 აპრილს, ვარშავაში საქართველოს ექს-პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრას.

სააკაშვილმა ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო. მისივე თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, ხოლო მეორე მხრივ - დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.

„მეც და ჩემს კოლეგებსაც არაერთგზის განგვიცხადებია, რომ კურსი, რომელსაც საქართველოში ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება, იყო მიმართული პირადი დიქტატორული მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე და ამასთანავე, მნიშვნელოვანწილად შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას, როდესაც სრულიად იქნა იგნორირებული ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული სტრატეგია - ერთობლივად შემუშავებული „საგზაო რუკა" და რუსეთს საშუალება მიეცა მოეხდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისათვის საჭირო გეგმის რეალიზაცია.

დღეს, მინდა ყურადღება გავამახვილო „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ახლა უკვე დაუფარავ გზავნილზე მისი პოლიტიკური ხედვის შესახებ, რომელიც მან წარმოადგინა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, იგი ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსთან მიმართებაში.

შექმნილ რთულ ვითარებაში, როდესაც უკრაინისათვის საერთაშორისო თანადგომა, ისევე როგორც საქართველოსათვის, გადამწყვეტი პირობაა, სააკაშვილი მიუთითებს, რომ განვითარებული უკრაინა და განვითარებული საქართველო არავის სჭირდება „კოლონიალური პოლიტიკის" გამტარებელ ევროკავშირში.

გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა ზედმიწევნით გაიმეორა რუსეთის სტრატეგიული ამოცანის მთავარი ფორმულა, უკრაინელებს დასავლეთის დიქტატისაგან დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივის სადემონსტრაციოდ წარმოუდგინა ანიმაციური ფილმი, მულტფილმი, რომელიც დედაქალაქის ახლად აშენებულ ქალაქში გადატანის და საყოველთაო კეთილდღეობის დემონსტრირების კონცეფციაზეა აგებული.

საქართველოსთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის" უცვლელი ლიდერისაგან მოსმენილი ფორმულირებები ერთგვარი პასუხია იმ პროცესების საყოველთაო პოზიტიურ შეფასებაზე, რომელიც მიმდინარეობს პარტნიორ ქვეყნებთან, ნატოსთან, ევროკავშირთან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ფორმატში პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით.

დასაშვებია, რომ ეს გამოხტომა მავანმა დასავლეთისგან უარყოფილი რევოლუციონერი პოლიტიკოსის არაადეკვატურობის მორიგ გამოხატულებად მიიჩნიოს, თუმცა, თუკი ყურადღებით გავაანალიზოთ „ნაციონალური მოძრაობის" და მის გარშემო გაერთიანებული სატელიტური პოლიტიკოსების და ნაკლებად პარტიების ბოლოდროინდელ ქმედებებს, მათი საპრეზიდენტო კანდიდატის და ახლა უკვე თამჯდომარის მონაცემებს, ცილისმწამებლურ განცხადებებს, ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის დაუოკებელ მცდელობებს, დასკვნებიც სხვა შინაარსის იქნება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარებაში უფრო ფართოდ გარკვევის სურვილს გამოხატავენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.

ვფიქრობთ, რომ საქართველოს ხალხისათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური პარტიების პოზიცია, ისევე როგორც დიპლომატიური კორპუსის მოსაზრებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მათი ქვეყნების და გაერთიანებების მოღვაწეობის „კოლონიალისტურ პოლიტიკად" შეფასების თაობაზე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ნათელი დადასტურებაა ჩვენი სურვილის - გააქტიურდეს და გაღრმავდეს თანამშრომლობა ქვეყნებს შორის - დავით ზალკალიანი

20 ივნისი, 2019 , 17:25

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ნათელი დადასტურებაა ჩვენი სურვილის - გააქტიურდეს და გაღრმავდეს თანამშრომლობა ქვეყნებს შორის,- ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში საუდის არ

თუ საჭიროა, პასუხისმგებლობა ვინმემ აიღოს, ამისთვის ყოველთვის მზად ვარ - ზაქარია ქუცნაშვილი

20 ივნისი, 2019 , 16:00

ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას, მღელვარებას, დიდწილად სამართლიან მღელვარებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, – ამის შესახებ დე

დროა, ხელისუფლებამ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დროულად დადგეს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი - ნატო ჩხეიძე

20 ივნისი, 2019 , 16:00

ხელისუფლებას სურს ქვეყნის დაქუცმაცება და კვლავ რუსეთის ქვეშ ყოფნა, როგორც ეს იყო 70 წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, მათთვის მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა,

„როგორც გავრილოვი გააგდო ხალხმა აქედან, ისე გავაგდებთ კობახიძეს“ - ვატო შაქარაშვილმა პარლამენტის სასესიო დარბაზიდან თავმჯდომარის სავარძელი გამოიტანა

20 ივნისი, 2019 , 14:50

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, “ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ვატო შაქარაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი გამოიტანა, რომელშიც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი იჯდა. შა

“რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო აბსოლუტურად მიუღებელი“ – ირაკლი კობახიძე

20 ივნისი, 2019 , 14:50

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბაქოში ოფიციალური ვიზიტისას ჟურნალისტე

ესაა “ქართული ოცნების” საპარლამენტო ელიტის და ბოკერია- სააკაშვილის საპარლამენტო ჯგუფების მიერ ერთობლივად დაგეგმილი სპექტაკლი - ირმა ინაშვილი

20 ივნისი, 2019 , 14:25

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ეხმაურება. “რაც ამ წუთებში ხდება პარლამენტში,- ესაა “ქართული ოცნების” საპარლამენტო ელიტის და ბოკერ