უკან
კომენტარი
11 სექტემბერი, 2017 16:50
სააკაშვილი წაუგებელ თამაშს თამაშობს - გია ხუხაშვილი
სააკაშვილთან პოროშენკომ დაუშვა მორიგი შეცდომა და სააკაშვილი წაუგებელ თამაშს თამაშობს - განაცხადა ესპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია ,,იბერიის“ გადაცემაში „ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად“.
,,მიშა სააკაშვილთან დაუშვა პოროშენკომ მორიგი პოლიტიკური შეცდომა მოქალაქეობასთან დაკავშირებით, რისი რეალიზაციაც მოახდინა სააკაშვილმა, როგორც კრიზისულმა ლიდერმა. კრიზისების პერიოდში ის არის როგორც თევზი წყალში, არის ფორმაში და ჩვენ ამას ვხედავთ. მან მოახდინა კაპიტალიზაცია იმ შეცდომების, რაც დაუშვა პოროშენკომ. წაუგებელ სცენარს თამაშობს. ნებისმიერ სცენარში არის მოგებული, ჩვენ ახლა გინდა გიჟი ვეძახოთ და რაც გინდა, ის ვეძახოთ, გული ვიფხანოთ, მაგრამ რეალობა არის სხვა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.