უახლესი ამბები
- 18.11.2025 13:58საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
- 18.11.2025 12:14მცდელობასაც კი არ დავუშვებთ, ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს არათუ ხელი შეუშალოს, თუნდაც რეპუტაციული ზიანი მიაყენოს - მარიამ ქვრივიშვილი
- 18.11.2025 12:02მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
- 18.11.2025 11:55პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
- 18.11.2025 11:47ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
არქივი
მსოფლიო
სააკაშვილი უნდა გადავცეთ ქართულ მართლმსაჯულებას სამათლიანი სასამართლოსთვის, ის სისხლიანი მკვლელია - ოლეგ ლიაშკო
უკრაინის სახალხო დეპუტატი, რადიკალური პარტიის ლიდერი ოლეგ ლიაშკო აცხადებს, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ქართული მხარესთვის უნდა იქნას გადაცემული, რომ იგი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.
ამის შესახებ ლიაშკომ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, იმ დროს როდესაც უკრაინა რუსეთისგან ვიქტორ იანუკოვიჩის გადაცემას ითხოვს, თავად იფარებს ქართველ სისხლიან იანუკოვიჩს, რომელიც, ლიაშკოს თქმით, ქართველებს კლავდა.
„ორმაგი სტანდარტი! ჩვენ რუსეთისგან ვითხოვთ, რომ იანუკოვიჩი გადმოგვცეს, პარალელურად კი ვიფარებთ სისხლიან იანუკოვიჩს - სააკაშვილს, რომელიც ქართველებს კლავდა. ამ გასიებულს, საკუთარი ხალხის მკვლელს, უკრაინის მოქალაქეობა უნდა წავართვათ, რომელიც მას პოროშენკომ უკანონონოდ მიაკუთვნა და გადავცეთ იგი ქართულ მართლმსაჯულებას სამართლიანი სასამართლოსთვის“,-წერს ოლეგ ლიაშკო.
უკრაინელი დეპუტატის განცხადებას, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გამოეხმაურა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, ოლეგ ლიაშკო უკრაინული პოლიტიკის ტიპიური წარმომადეგნელია.
მისი თქმით, უკანასკნელი 25 წლის განმავლოაბში ლიაშკო უკრაინელ ოლიგარქებს ხმამაღლა არცხვენს, ამასთან, არ უჭერს მხარს კანონს რომელიც ოლიგარქების ზეშემოსავლების დასასრული იქნებოდა.
სააკაშვილის თქმით, ლიაშკო პოროშენკოსაც აკრიტიკებს, თუმცა მის ბიუჯეტს ყოველთვის უჭერს მხარს.
მისივე თქმით, ლიაშკო მას იანუკოვიჩს ადარებს, მაშინ როდესაც თავად იანუკოვიჩის მარჯვენა ხელისგან ჭამს პურს.
„უკრაინიდან უნდა მომიშორონ? მალე უკრაინელი ხალხი, ჩემი დახმარებითაც, თავად მათ პოლიტიკას მოაშორებს“,-დაწერა სააკაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

