უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 სექტემბერი, 2020 15:40
font-size

სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია თუ არა ის, რომ მას ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა სურს - თენგიზ ომანაძე

სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია თუ არა ის, რომ მას ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა სურს, - ასე გამოეხმაურა „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ ომანიძე სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ოპოზიციასთან პარტიულ კოალიციას არ ხედავს”.

„თავისუფალი საქართველო“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც საკუთარი გზა გააჩნია და რომელიმე ვექტორთან ასოცირებული არ არის. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არც „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში ვიქნებით და არც „ქართული ოცნების“, აქედან გამომდინარე, რომელიმე გუნდთან კოალიცია თავიდანვე გამოვრიცხეთ. რაც შეეხება თავად სააკაშვილის განცხადებას, მას ახალი არაფერი უთქვამს. ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ ეგუება ძალაუფლების დაკარგვას და მხოლოდ მისი დაბრუნება სურს. ის განცხადებაც, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მხოლოდ 2 წლით იქნება პრემიერ-მინისტრი და შემდეგ ამ პოსტს დათმობს, კომიკური და აბსურდულია. ასე ამბობდა ივანიშვილიც, ხელისუფლებაში 1 წლით ვიქნებიო, მაგრამ საქართველოს უკვე მერვე წელია მართავს“,- განაცხადა თენგიზ ომანიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილმა რაიმე რომ დათმოს, ჯერ საქართველოში უნდა დაბრუნდეს.

„მიშა ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში, მაგრამ კარგად ვიცით სადაც დღემდე იმყოფება. ერთდროულად ორი ქვეყნის პატრიოტიზმი, ჯერ ისტორიას არ ახსოვს. სააკაშვილს სურს, რომ ახალი ისტორია დაწეროს და გმირის მანტია მოისხას, მაგრამ გმირობას სააკაშვილი მისი წარსულიდან გამომდინარე ვერ შეძლებს და ეს არც ბოდიშების მოხდით მიიღწევა“,- განაცხადა თენგიზ ომანიძემ.

სიბრიყვის ჯეკპოტი მოხსნა კობახიძემ - გიგი უგულავა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:10

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაო

კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი - გიორგი ვაშაძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:10

კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციური პ

ქართული ოცნება აზროვნებს და მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად - ბადრი ჯაფარიძე

28 ოქტომბერი, 2020 , 18:07

“ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება კობახიძის მხრიდან”- ასე შეაფასა “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის გ

წაგების მოლოდინში `ოცნება` ყოველდღიურად კარგავს სახეს -სალომე სამადაშვილი კობახიძის ბრალდებებზე

28 ოქტომბერი, 2020 , 17:10

"ნაცინალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი, “ქართული ოცნების “ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმიანება, რომელშიაც კობახიძე ამბობს, რომ "რადიკალური ოპოზიცია" შეიარაღებული ამბოხები

`სადაც მინდა იქ წავალ... იმიტომ, რომ შს მინისტრი ვარ` - გომელაური ბათუმში ჩავიდა

28 ოქტომბერი, 2020 , 15:55

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმშია, თუმცა უცნობია მისი აჭარაში ვიზიტის მიზეზი. მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უკავშირდება მისი იქ ჩასვლა, ვახტანგ გომელაური პასუხობს, რომ მას "აჩოტებს" არ ჩააბარებს. 

აუდიტი გვიჩივის, გირჩი TV-ზე გირჩის პოლიტიკური რეკლამა უფასოდ გადისო – ზურაბ ჯაფარიძე

28 ოქტომბერი, 2020 , 15:55

"გირჩის" ლიდერისა და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, აუდიტის სამსახურმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე პარტიას სასამართლოში უჩივლა. "3 დღეა არჩევნებამდე დარჩენილი და სასამა