უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 სექტემბერი, 2017 12:15
font-size

სააკაშვილის „გარღვევის“ პროცესის მონაწილეები „მძიმე მუხლით“ გასამართლდებიან - არსენ ავაკოვი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ „შეგინის“ გამშვები პუნქტის გარღვევით უკრაინაში შეღწევის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც მინისტრმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, რომ სისხლი არ დაღვრილიყო და ძალისმიერი შეტაკება არ მომხდარიყო.

„ღმერთია მოწმე, გუშინ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მესაზღვრეები და პოლიციელები პოლიტიკური პროცესისგან გამემიჯნა.

დიახ, ავუკრძალეთ მათ იარაღის გამოყენება და აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენება. ჩვენ შეკრებილების უსაფრთხოებაზე ვფიქრობდით. მთელი დღე ვმუშაობდით პროვოკაციის არიდების კუთხით. საზღვართან „სპორტული აღნაგობის“ რამდენიმე ათეული ადამიანი დავაკავეთ.

საღამოსკენ, გადავწყვიტეთ არ გადაგვესროლა დამატებით პოლიციელები „შეგენის“ გამშვებ პუნქტთან, რადგან „კრაკოვეცში“ კონფლიქტის გაჩენის ალბათობა მაღალი იყო.

იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე სააკაშვილი და მისი მომხრეები საზღვართან იყვნენ და „გარღვევის“ მარშუტს ადგენდნენ, დაწყებული მატარებელთან დაკავშირებული იდიოტური ისტორიით - ჩვენ მხოლოდ ერთ რამეზე ვნერვიულობდით, რომ ძალისმიერი პროვოკაცია არ მომხდარიყო. და ჩემთვის აპარტიდის სტატუსი არ იყო მნიშვნელოვანი- ამას სასამართლო გაარკვევს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ძალისმიერი შეტაკებისა და სისხლისღვრის არიდება.

თუმცა, პროვოკაცია მაინც მოხდა. სისხლი არ დაღვრილა - ეს კარგია. მაგრამ, ყევლაფრის ფასი ძალიან მაღალი აღმოჩნდა.

საზღვრის გადაკვეთის დამამცირებელი „სურათი“, ახალგაზრდა მესაძღვრისთვის ყელის წაჭერა - ეს უკვე სიბნელეა, და აქ საუბარი ცალკეულ პიროვნებებზეც აღარ არის, არც კონფლიქტის არსშია საქმე, ეს ინსტიტუციონალურობის თვითმკვლელი ნგრევაა. ეს იმ ფუნდამეტების ნგრევაა, რომელზეც ჩვენ ქვეყანას ვაშენებთ - მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფია ხელისუფლებაში. თუ ეს ფუნდამენტი იქნება დანგრეული - ჩვენ სახელმწიფო აღარ ვიქნებით. ვიქნებით ბრბო, რომელიც წარუმატებლად ცხოვრობს ტერიტორიაზე. თანაც აქ უკვე დროის ამბავიც არის, რომ ამით რუსი შოვინისტები, თუ ევროპელი ნაციონალისტები ისარგებლებენ.

სახელმწიფოს საბაზიზო ინსტიტუტებზე თავდასხმა, იმწუთიერი პოლიტიკური ინტერესების გამო - დანაშაულებრივი და უპასუხსიმგებლობლო ქმედებაა!

ბატონო პოლიტიკოსებო, არ დაუშვათ ეს, როდესაც საკუთარ კარიერას და პოლიტიკურ თამაშებს გეგმავთ! არ გაცვალოთ უკრაინა პირად პოლიტიკურ ინტერესებზე. თქვენც და მეც - დიდი ქვეყნის ისტორიაში მხოლოდ პატარა ეპიზოდები ვართ. რაც არ უნდა მოხდეს - ხელისუფლებაში ყოფნისას, ან ოპოზიციაში არასდროს წახვიდეთ აზარტულ ვა-ბანკში და უკრაინის ინტერესებით არ გარისკოთ!“,-წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი.

მინისტრის თქმით, ყველა ის პირი, ვინც საზღვრის გარღვევაში მონაწილეობდა იდენტიფიცირებული იქნება და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

მისივე თქმით, „შეგინთან“ მომხდარ ფაქტზე გამოძიება „საზღვრის უკანონო კვეთის“ მუხლით დაიწყო.

„ეს მძიმე მუხლია. დარმწუნებული ვარ პროკურატურა ისევე როგორც სასამართლოები მხარს დაგვიჭერს.

სააკაშვილმა და ყველა იმ პირმა, ვინც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა უნდა აარჩიონ, ან „შეგინის“ გამშვებ პუნქტთან მივიდნენ და დოკუმენტების გაფორმების პროცედურა გაიარონ, ან სამიგრაციო სამსახურში მივიდნენ.

„გარღვევის“ ყველა მონაწილემ, მათ შორის სახალხო დეპუტატებმა ჩვენების მისაცემად პოლციაში უნდა გამოცხადნენ“,-განმარტა არსენ ავაკოვმა.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი