უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ივლისი, 2025 12:20
font-size

სააკაშვილის, ლორთქიფანიძის, ადეიშვილის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის და მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს უკრაინაში დესანტირება გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო -შალვა პაპუაშვილი

უკრაინის ხელისუფლების მიერ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) უფლებამოსილების ცვლილების განზრახვაზე უცხოელების რეაქცია კარგად აჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „გარედან თავს მოხვეული ინსტიტუციური გადაწყვეტები, სინამდვილეში, ქვეყნის მართვაში გარედან ხელის ფათურის კარიბჭეებია“.

„ერთი შეხედვით, რა უცნაურია, რომ უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც „ჰაიმარსებს“, „ატაკამსებს“ და საკუთარი ხალხის სისხლით ევროპის დაცვას ანდობენ, არ ანდობენ საკუთარი ქვეყნის ინსტიტუტების მოწყობას, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ეს ისტორია კარგად აჩვენებს, რომ მსგავსი, გარედან თავს მოხვეული ინსტიტუციური გადაწყვეტები, სინამდვილეში, ქვეყნის მართვაში გარედან ხელის ფათურის კარიბჭეებია და ამ კარიბჭეებს, ასე ადვილად რომ არავინ დაგახურინებს, ზუსტად ამას ვაკვირდებით საქართველოში ბოლო წლებია.

რა დამთხვევაა, რომ NABU-ს უფროსის მოადგილე (ანუ თვალი და ყური), მისი დაფუძნების მომენტიდან (2015 წლიდან), სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების უკრაინაში გაქცეული პროკურორი, გიზო უგლავა იყო, რომელიც, შარშან სექტემბერში, უკრაინის ხელისუფლებამ, შიდა ინფორმაციის გატანის გამო გაათავისუფლა (ფაქტობრივად აგენტი ამხილა).

ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობთ. სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის და მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს უკრაინაში დესანტირება გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო, უკრაინისთვის, საქმეში გამოცდილი თვალყურისმდევნებლების მისაჩენად.

ამიტომაც არის ეს ხალხი „დიფ სთეითის“ მიერ ხელშეუხებლად გამოცხადებული. ამიტომ სვამენ ადეიშვილს ბუნდესთაგის საპატიო ლოჟაში და ამიტომ ხვდებიან მას ბრიუსელის ევროკომისრები; ამიტომ მისცეს ნონა წოწორიას (ადეიშვილის მარჯვენა ხელს) ახალ დავალებად მოლდოვის სასამართლოს „რეფორმა“; ამიტომ დააორგანიზებინეს გია ლორთქიფანიძეს (უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილეს) სააკაშვილის შემოპარება; ამიტომ დადგა სააკაშვილმა, მართლაც პროფესიონალი მზვერავის სიმტკიცით, წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა; ამიტომ გვიშრობენ სისხლს, უკვე ოთხი წელია, რომ სააკაშვილი რამენაირად ციხიდან დაიხსნან, არც ელჩების დემარშებს ერიდებიან და არც პოლონელი ექიმების წინდის სპეცოპერაციას.

ასე მოქმედებს „დიფ სთეითი“ – შეგაქმნევინებს გამოგონილ სტრუქტურებს, საკუთარი აგენტურული „ენჯეოებით“ განიშნინებს საკუთარვე აგენტებს, მერე იქიდან გმართავს. ამ მართვის საცეცების ჩაჭრას თუ მოინდომებ, თავის სასარგებლო იდიოტებს იმასაც კი ათქმევინებს, რომ უკრაინელები საკუთარ სისხლს თურმე არა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ღვრიან, არამედ იმისთვის, რომ „დიფ სთეითის“ ნაკარნახევ კანონს თითი არ დაედოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა ხელი მოაწერა უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონს. ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს. მას შემდეგ, რაც რადამ მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს, უკრაინის ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა

17 ნოემბერი, 2025 , 13:08

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინ

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ - ისინი პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოში შეძლებენ

17 ნოემბერი, 2025 , 12:57

„ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ც

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება, ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში

17 ნოემბერი, 2025 , 12:42

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განა