უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 დეკემბერი, 2017 17:00
font-size

საახალწლო ღონისძიებები წელს თბილისის გარეუბნებში გაიმართება

დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, ხოლო მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სადღესასწაულო კონცერტები დედაქალაქის სამ რაიონში - გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში გაიმართება. 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით კი, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც თბილისის მერიასთან ერთად, ბიზნესკომპანიები მონაწილეობენ.

„დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელს გაახარებს ის სიახლეები, რომელსაც თბილისის მერია ჩვენს მოსახლეობას სთავაზობს. წელს თბილისს არა მხოლოდ განსხვავებული ფორმატის, არამედ ყველაზე სახალხო ახალი წელი ექნება. დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება და ახალი საახალწლო განათებებით მორთული ქუჩები თბილისელებსა და ჩამოსულ სტუმრებს სწორედ 15 დეკემბრიდან გაახარებს. წელს პირველად, მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიასთან ერთად, ახალი წლის დღეებში ბიზნესკომპანიების ჩართულობით, ბაღები და სკვერები სადღესასწაულოდ მოირთვება. განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე კი, დღესასწაულს 70 სტარტაპერი მოაწყობს; დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი განთავსდება, სადაც ორი კვირის განმავლობაში, კონცერტები და საახალწლო მსვლელობები გაიმართება, მოეწყობა ატრაქციონების პარკი, ღია კინოთეატრი, სპორტული ღონისძიებები, საციგურაო მოედანი და სხვა გასართობი სივრცეები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო კონცერტში წელს მონაწილეობას ბევრი მომღერალი მიიღებს. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომ მომღერლების არჩევა გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხდებოდა. ეს პირადად ჩემთვის მავნე პრაქტიკაა, რაც ჩვენი გუნდისთვის მიუღებელია. გპირდებით, რომ წელს თქვენთვის ძალიან ბევრი საყვარელი მომღერალი იმღერებს. ასევე, არანაკლებ საგულისხმოა, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, თბილისის საკვანძო ქუჩები არ გადაიკეტოს, რადგან მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, აღსანიშნავია ისიც, რომ 31 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს თბილისის „მეტროპოლიტენი“ მთელი ღამის განმავლობაში მოემსახურება. ასევე, იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

თბილისის მერმა მედიის წარმომადგენლებსაც მიმართა და სთხოვა, წინასაახალწლო სამზადისი და ღონისძიებები მაქსიმალურად დეტალურად გააშუქონ.

საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა

7 აპრილი, 2020 , 18:15

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 82 წლის იყო.  ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა.

საფრანგეთში საქართველოს საელჩო 16 აპრილის პარიზი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

7 აპრილი, 2020 , 17:51

საფრანგეთში საქართველოს საელჩო 16 აპრილის პარიზი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება 16 აპრილს, საფრანგეთის დროით 12:30 საათზე პარიზის შარლ

მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს

7 აპრილი, 2020 , 17:35

მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკურ გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცე

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაჯარიმებულმა პირებმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადონ

7 აპრილი, 2020 , 17:15

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდის ვადაა 30 დღე. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირს დაკისრებული ჯარიმის გაასაჩივრება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში შეუძლია. &bdquo

გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახს, ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან - გიორგი გახარია

7 აპრილი, 2020 , 17:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეს მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის და ამ ბრძოლაში განსაკუთრებულად

საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია

7 აპრილი, 2020 , 16:35

საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`