უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 სექტემბერი, 2017 09:54
font-size

სააპელაციო სასამართლო დღეს თემურ ბასილიას საქმის არსებით განხილვას დაიწყებს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა დღეიდან საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე არსებით განხილვას დაიწყებს. პალატამ საქმეზე უკვე მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარის შესავალი სიტყვა, 14 სექტემბრის სხდომაზე კი მოწმეთა ჩვენებების მიცემა იგეგმება. როგორც ცნობილია, საქმეზე ბოლო სხდომა 27 ივლისს შედგა, თუმცა ერთ-ერთი მოსამართლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო.

თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. საქმე აღნიშნულ კოლეგიას მას შემდეგ გადაეცა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლომ თემურ ბასილიას ბრალდების გადახედვის თაობაზე განჩინება მიიღო.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. გენერალურ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.

ცნობისთვის: 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.

თემურ ბასილიას კანონიერ ინტერესებს, ადვოკატები: არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი წარმოადგენს. ამჟამად, თემურ ბასილიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმის გადახედვას არ გააჭიანურებს და უკანონო განაჩენის გადახედვა არ გახანგრძლივდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, საქმეზე სხდომა 14:00 საათზე განახლდება.

მეზობლების ინფორმაციით, თემქაზე მოკლული გოგონა სახლიდან უცნობმა მამაკაცმა მანქანით გაიყვანა

22 თებერვალი, 2018 , 15:10

თბილისში, თემქაზე მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. 21 წლის ანა ნაცვლიშვილი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. მოკლულის მეზობლების ინფორმაცი

სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო

22 თებერვალი, 2018 , 15:10

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს

თემქაზე მოკლული გოგონას ვინაობა ცნობილია

22 თებერვალი, 2018 , 15:10

თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონა ანა ნაცვლიშვილია. ის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა. მეზობლების თქმით, ანა ნაცვლიშვილი სავარაუდოდ ნაცნობმა მოკლა, რადგან გოგონა მას ხალათით გაყვა. თბილისში 21 წლის

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები და მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ

22 თებერვალი, 2018 , 15:10

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2018 წლის 21 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ბახვა სტურუას მიმართ, რომელსაც ს

მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენების უფლებამოსილებას საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

22 თებერვალი, 2018 , 13:10

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის უფლებამოსილება გაასაჩივრა, რომლითაც არჩევნებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, უნდობლობის გამოცხადებით, შესაძლებელია მერის თანამდებობიდან გადაყენება. კერძოდ, როგორ

თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

22 თებერვალი, 2018 , 12:20

დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე