უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 სექტემბერი, 2017 19:00
font-size

სააპელაციო სასამართლო ხვალ თემურ ბასილიას საქმის არსებით განხილვას დაიწყებს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ხვალიდან საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე არსებით განხილვას დაიწყებს. პალატამ საქმეზე უკვე მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარის შესავალი სიტყვა, 14 სექტემბრის სხდომაზე კი მოწმეთა ჩვენებების მიცემა იგეგმება. როგორც ცნობილია, საქმეზე ბოლო სხდომა 27 ივლისს შედგა, თუმცა ერთ-ერთი მოსამართლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო.

თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. საქმე აღნიშნულ კოლეგიას მას შემდეგ გადაეცა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლომ თემურ ბასილიას ბრალდების გადახედვის თაობაზე განჩინება მიიღო.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. გენერალურ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.

ცნობისთვის: 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.

თემურ ბასილიას კანონიერ ინტერესებს, ადვოკატები: არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი წარმოადგენს. ამჟამად, თემურ ბასილიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმის გადახედვას არ გააჭიანურებს და უკანონო განაჩენის გადახედვა არ გახანგრძლივდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, საქმეზე სხდომა 14:00 საათზე განახლდება.

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

18 ნოემბერი, 2017 , 14:55

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ე.კ. შინაგან საქმეთა სამინისტ

შსს-მ ოჯახში ძალადობის ფაქტი გახსნა

18 ნოემბერი, 2017 , 11:55

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული მ.ქ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობ

უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევეს

18 ნოემბერი, 2017 , 11:55

უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს, რომელთა საქმიანობაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური იუწყება. ,,უკრაინის უშიშროების სამსახურის, ეროვნ

აღიარებული მაქვს დანაშაული - გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა

17 ნოემბერი, 2017 , 16:40

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა. ყოფილმა მსჯავრდებულმა სასჯელი სრულად მოიხადა, თუმცა შარაძის ოჯახი მას დღემდე უდანაშაულოდ მიიჩნევს. „ჩვენ

ყველაზე მეტად,ახლა მას უნდა გავუფრთხილდეთ - რუსუდან შარაძე

17 ნოემბერი, 2017 , 15:55

ყოფილი დეპუტატის, გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა საპყრობილე დატოვა. როგორც პროფესორ გურამ შარაძის რუსუდან შარაძე აცხადებს, ბრალდებულს უფრთხილდება და ციხის კართან მხოლოდ პიარისთვის არ დადგება. &b

საფრანგეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს

17 ნოემბერი, 2017 , 14:35

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და პარიზის კრიმინალური პოლიციის ფინანსური პოლიციის თანამშრომლობის შედეგად, შსს-ს ცენტრალური