უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 ნოემბერი, 2017 17:15
font-size

სააპელაციო სასამართლომ ლისის ტბის წართმევის საქმეზე, რამაზ ახვლედიანისა და მამუკა ხაზარაძის ერთობლივი საქმიანობის მასალები მტკიცებულებებად სცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ, ლისის ტბის წართმევის საქმეზე, ახალი მტკიცებულებები დასაშვებად მიიჩნია.

სასამართლომ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო ორი ახალი დოკუმენტი. კერძოდ, ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის 2006 წლის 21 სექტემბრის წერილი, რომლითაც რამაზ ახვლედიანს ეცნობა, რომ მის მიერ მითითებული მისამართზე ქ. თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენდა 12 ლარს. სწორედ ამ წერილის საფუძველზე, რამაზ ახვლედიანმა, 2006 წლის 25 სექტემბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს და მოითხოვა ლისის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კონპლექსის 63,5 ჰა შესყიდვა, ხოლო მეორე დოკუმენტი ეხება ფაქტს, როდესაც 2005 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, ს.ს. „ლისის ტბას“ საწესდებო კაპიტალის შესავსებად, ანგარიშზე ერიცხებოდა 2,715.000.00 მლნ ლარი. შესაბამისად, რამაზ ახვლედიანსა და მის ბიზნეს-პარტნიორ მამუკა ხაზარაძეს, ს.ს. „ლისის ტბის“ მეშვეობით, სრული მზაობა გააჩნდათ ერთობლივი საქმიანობის განხორციელებისთვის, თავის მხრივ, რამაზ ახვლედიანი მზადყოფნას გამოთქვამდა ლისის ტბის კომპლექსის 63,5 ჰა შესყიდვაზე და არ არსებობდა არც ერთი დამაბრკოლებელი გარემოება, რამაზ ახვლედიანს, თავისუფალი ნების პირობებში, უარი ეთქვა მამუკა ხაზარაძესთან საერთო ბიზნესზე და პარტნიორობაზე.

ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის კიდევ ერთი შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულებებად დაურთო რამაზ ახვლედიანის მიერ ს.ს. „ლისის ტბის“ მიმართ გაგზავნილი ყველა წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც მამუკა ხაზარაძის ბიზნეს-პარტნიორი ს.ს. „ლისის ტბის“ 2005–2015 წლებში განხორციელებულ საბანკო ტრანზაციებისა და ბალანსების გაცნობას მოითხოვდა. ამასთან, რამაზ ახვლედიანის ინტერესების დამცველები დაეთანხმნენ საქმეში მესამე პირის, შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას საქმეზე რამაზ ახვლედიანსა და შპს „თბილისის უძრავი ქონების“ დირექტორ ირაკლი კილაურიძეს შორის გაფორმებული განზრახულობათა ოქმის მტკიცებულების სახით დართვაზე.

ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება (მოსამართლე: დიანა ფარქოსაძე), რომლითაც არ დაკმაყოფილდა რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნები: საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულების ბათილად ცნობა რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ, ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დავის მხარეები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და მამუკა ხაზარაძის ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტია“.

საქმის მასალებიდან დადგენილია, რომ რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ (გასაჩივრებულ) გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ შემდეგს: „საქმეში არსებული მასალების თანახმად, რამაზ ახვლედიანს სადავო ქონების საბოლოოდ საკუთრებაში გადაცემამდე, უნდა შეესრულებინა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა ამ უკანასკნელთა შესრულებამდე მან თავად განაცხადა უარი უძრავი ქონების მიღებაზე, ვინაიდან ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, არ შეეძლო შეესრულებინა კონკრეტული პირობები/ვალდებულებები“. რამაზ ახვლედიანმა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლოს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ახალი დოკუმენტაცია წარუდგინა. საქმეს ამჟამად განიხილავს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეს განიხილავს გიორგი ტყავაძე (თავმჯდომარე), მარიამ ცისკაძე და ნათია ქუთათელაძე. საქმეზე სხდომა 2018 წლის 09 იანვარს, 14:00 საათზე განახლდება.

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი