უკან

სამართალი

22 იანვარი, 2018 13:20
font-size

სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის გაუქმებასთან დაკავშირებით უნდა დააკმაყოფილოს - ადვოკატი

„დემირელის“ კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის გაუქმებასთან დაკავშირებით უნდა დააკმაყოფილოს.

სოსო ბარათაშვილის თქმით, თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ბევრი პრობლემაა, რის გამოც შესაძლოა, ბრალდებული ექსტრადიციის შემთხვევაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.

როგორც ადვოკატი ამბობს, მათ მიერ მომზადებული სარჩელის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის თურქეთში ექსტრადიცია უნდა გააუქმოს.

ცნობისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე დღეს ადმინისტრაციული პროცესი გაიმართება.

ადვოკატების მოთხოვნა უცვლელია – ბათილად იქნას ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობის თაობაზე.

ადვოკატები დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ წარმოადგენენ იმ მტკიცებულებებს, რომლების საქალაქო სასამართლოსა და დევნილთა სამინისტროს წარუდგინეს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გასული წლის მაისში დააკავეს. ამის მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

ჩაბუქის წინასაექტრადიციო პერიოდი თებერვალში იწურება.

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი