უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 აგვისტო, 2019 17:10
font-size

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საჩივარი დაუშვებლად ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო. შესაბამის ინფორმაციას სააპელაციო სასამართლო ავრცელებს.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მომართა ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელმაც მოითხოვა ნიკა გვარამიას მიმართ 2019 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს და დამატებითი შეზღუდვის ღონისძიების გაუქმება.

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ შეამოწმა საჩივრის შესაბამისობა დასაშვებობისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით დაადგინა, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილია 2019 წლის 11 აგვისტოს 01 საათსა და 30 წუთზე და შესაბამისად, მისი სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207- ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 48 საათიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 13 აგვისტოს 01 საათსა 30 წუთზე. ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის მიერ განჩინების გამომტან თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეტანილია 2019 წლის 13 აგვისტოს 17 საათზე და 39 წუთზე, ანუ გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, 16 საათის დაგვიანებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი“, - აცხადებენ სააპელაციო სასამართლოში.

აგვისტო შიდა „ომის ` და რევანშის სიმბოლოდ იქცა - ეკა ბესელია

22 აგვისტო, 2019 , 12:55

კეთილგონიერების და რაციონალური გადაწყვეტილებების რესურსი ამოწურა ხელისუფლებამ? - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს. „აგვისტოს თვე ბოლო 11 წელია ასოცირდება ომის თემასთა

პოლიციამ 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა

22 აგვისტო, 2019 , 12:55

2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონის ამოქმედებიდ

გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე - გენერალური პროკურტურა

22 აგვისტო, 2019 , 11:54

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. წერეთელი ბრალდების დადგენილების წარდგენის მიზნით გენერალურ პროკურატურაში დღეს არის დაბარებული. როგორც პროკურატურაში გამართულ

წალენჯიხაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

22 აგვისტო, 2019 , 10:48

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. როგორც „მედიანიუსს&l

საქართველოს მასშტაბით უაქციზო სიგარეტისა და მინერალური წყლის უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინდა

21 აგვისტო, 2019 , 17:05

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით უაქციზო საქონლის უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. "20 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმ

ლაურა ღაჭავას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

21 აგვისტო, 2019 , 16:40

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავამ საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა. ბიზნესმენს ბრალი უკვე წარუდგინეს. „ბრალთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. 15 ტომი გამოგვატანეს და 15 ტომის კიდევ დისკებია. ასე სწრაფად ამას ვერ გავეცნობოდით.

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს