უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 იანვარი, 2017 17:35
font-size

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. თბილსერვისის საქმის განხილვას გიგი უგულავა ესწრება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. თბილსერვისის ეპიზოდზე დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის განხილვა მიმდინარეობს.

პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრება. საქმე გიგი უგულავას მიერ სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლაგვას ეხება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნით სააპელაციო ინსტანციას სწორედ დაცვის მხარემ მიმართა.

,,დასკვნითი სიტყვის წარდგენა წინა პროცესზეც დავიწყეთ და ვერ მოესწრო დასრულება. დღეს გავაგრძელებთ, მიუთითებთ იმ გარემოებებზე, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს იყო დაშვებული. ამასთან ერთად მკაფიოდ გავშლით მსჯელობას იმ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, რომ გაფლანგვის მუხლი, რაც გიგი უგულავას აქვს წარდგენილი თავისი შინარსით და არსით არის არაკონსტიტუციური, რასთან დაკავშირებითაც, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში ვდაობთ. ჩვენ მოვითხოვთ გიგი უგულავას გამართლებას’’, - განაცხადა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, თბილისის ყოფილ მერს ე.წ. თბილსერვისის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

ნინო ექვთიმიშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა

28 იანვარი, 2020 , 18:06

თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა, – ამის შესახებ თბილისის პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. პროკურატურის განცხადება

უზენაესმა სასამართლომ გუგა ბარბაქაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, გიორგი ჯანაშიას კი საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად გაუფორმდა

28 იანვარი, 2020 , 17:58

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა. მას 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ამასთ

მხილებულია ერთი პირი 22 ათასი ლარის არადეკლარირებული მედიკამენტების აზერბაიჯანში მალულად გადატანის მცდელობაში

28 იანვარი, 2020 , 11:20

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა,- ამის შესახებ „მედიანიუსს“ ფინანსთა სამი

„სპარის” თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

28 იანვარი, 2020 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვ

ბათუმის ყოფილ მერს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

27 იანვარი, 2020 , 14:30

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მერიის საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსს ერგასლან ლომაძეს კი წელიწადი და ექვსი თვე. უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ჯარიმა დაეკისრა. ფინანსთა

ღამის კლუბ `შავი ვარდის` მენეჯერი დააკავეს

27 იანვარი, 2020 , 11:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`