უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ოქტომბერი, 2018 10:45
font-size

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიულეტენები იბეჭდება 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის და თერჯოლასა და სამტრედიაში 6 საარჩევნო უბანზე გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 2 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი.

„საერთო ჯამში, თბილისის 6 სტამბაში 3 709 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 259 900 ბიულეტენი. მათგან 3 252 800 განკუთვნილია პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, 28 ოქტომბერს, გადაეცემათ თითო ბიულეტენი პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის 6 უბნის ამომრჩევლებს - ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი.

აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).

ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.

ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ასევე იბეჭდება როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები. ანა მიქელაძის თქმით, საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 518 890 ამომრჩეველი.

ახალ წელს დედაქალაქის მორთვაში ბიზნეს სექტორი წელსაც მიიღებს მონაწილეობას

14 ნოემბერი, 2018 , 14:55

საახალწლოდ, დედაქალაქის მორთვაში ბიზნეს სექტორი წელსაც მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ტრადიცია შარშან დამკვიდრდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გადამზადების ახალ პროგრამებს იწყებს

14 ნოემბერი, 2018 , 14:55

რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებში გადამზადდებიან, რაც მათ ამ მიმართულებით განათლების დონის ამაღლებასა და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლაში დაეხმარება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით,

2019 წლის ბიუჯეტი ნამდვილად გამორჩეულია და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც განსაკუთრებით ინკლუზიური ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს - რატი იონათამიშვილი

14 ნოემბერი, 2018 , 14:55

ვფიქრობ, რომ 2019 წლის ბიუჯეტი ნამდვილად გამორჩეულია და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც განსაკუთრებით ინკლუზიური ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტ

მამუკა ბახტაძემ ძალოსნობაში წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს უმასპინძლა

14 ნოემბერი, 2018 , 14:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ძალოსნობაში წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი სპო

თიბისი გალერეაში ხვალ კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩი“ 18 ფინალური პროექტის გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება ჩატარდება

14 ნოემბერი, 2018 , 14:35

15 ნოემბერს 15:00 საათზე, თიბისი გალერეაში, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩი“ 18 ფინალური პროექტის გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება ჩატარდება. ღონისძიებას დაესწრებიან

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა“ და „ვიონი საქართველოს“ შორის სტუდენტების სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14 ნოემბერი, 2018 , 14:35

სსიპ „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა“ (სტუ) და მობილურ ოპერატორს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შორის, სტუდენტების სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის თაობაზე უ