უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 მარტი, 2021 16:00
font-size

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ. ვფიქრობ, ეს საკითხები არანაირ კავშირში არ არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახი კახიშვილი.

როგორც მან პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საკრებულოებისა და თვითმმართველობების არჩევნებში მაჟორიტარული ნაწილის შეკვეცით, პოლიტიკოსი ხალხს უფრო მოწყდება.

„არაერთხელ მითქვამს, ახლაც გავიმეორებ, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ. ვფიქრობ, ეს საკითხები არანაირ კავშირში არ არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან. ეს არის აბსტრაქციულად მოტანილი თემა, რომელიც გააზრებულიც არაა. საკითხი ეხება მაჟორიტარების შეკვეცას საკრებულოებში. პარლამენტი და საკრებულო ფუნქციებისა და ამოცანების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებდა. თუ პარლამენტში განხორციელდა ცვლილება და მაჟორიტარული ნაწილი შეიკვეცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობაშიც შესაძლებელია.

ჩემი აზრით, ამოცანა არ უნდა იყოს მეტად მოვწყდეთ ხალხს. საკრებულოსა და თვითმმართველობის არსი არის იმაში, რომ არჩეულ ადამიანებს მეტი კონტაქტი ჰქონდეს ხალხთან. ამ პასუხისმგებლობას იღებს მაჟორიტარი დეპუტატი. რთულად წარმომიდგენია რომ პროპორციულად არჩეული საკრებულოს წევრი ყოველდღიურ რეჟიმში იყოს მოსახლეობასთან. თუ ამოცანა არის ის, რომ ხელისუფლება მოწყდეს ხალხთან კონტაქტს, მეტი ხიდი გაუქმდება პირდაპირი ვალდებულებითი კონტაქტის და თან მით უფრო მალე დასრულდება ხელისუფლება. ამასთან არცერთი ხელისუფლების ძლიერი მხარე არ არის ადამიანებთან კონტაქტი. თუ ეს არის მიზანი რაც შეიძლება მეტი პრობლემა შევუქმნათ ჩვენს ხალხს, „ქართულ ოცნებას“ და დისკომუნიკაციაში შევიყვანოთ საზოგადოებასთან, მაშინ გასაგებია, თუ არადა აზრს ვერ ვხედავ. თუ მემორანდუმი ნიშნავს იმას, რომ აპრიორში უნდა მივიღოთ, მაშინ პარლამენტი რაღად გვინდა, თუ მემორანდუმი ნიშნავს, რომ უბრალოდ ჯგუფი შეთანხმდა და ჩვენ მერე განვიხლავთ, ვითხოვ ექსპერტების ჩართულობას ამ საკითხის განხილვისას“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.

ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთადერთი გზა დაგვრჩა: შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის - პრეზიდენტი

9 აპრილი, 2021 , 15:11

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის მედიაციით საქართველოში გამართულ მოლაპარაკებების ორ რაუნდს გამოეხმაურა და თქვა, რომ დათმობაზე ორივე მხარე უნდა წასულიყო, თუმცა კომპრომისის გამბედაობა არც ხელისუფლება

ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს - არჩილ თალაკვაძე

9 აპრილი, 2021 , 14:15

ჩვენ როგორც ხელისუფლება მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვმუშაობთ და ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს - სწორედ ამის შედეგია განცხადებები, რასაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილისგან ვისმენთ, -

სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში - სალომე ზურაბიშვილი

9 აპრილი, 2021 , 14:15

მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება, ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვ

მომავალ კვირას დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - გიორგი ვაშაძე

8 აპრილი, 2021 , 20:15

შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - განცხადებას ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აკთებს და ამბობს, რომ "შეთანხმება აუცილებლად იქნ

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შეზღუდვებს

8 აპრილი, 2021 , 17:00

პირველ რიგში მინდა, შევეხო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც, სამწუხაროდ, მძიმდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც; შემთხვევების მატება, რაც ბოლო დღეებში აშკარაა თითოეული ჩვენგანისგან მეტ ყურადღებას და მე

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს ხვალ წარუდგენს

8 აპრილი, 2021 , 16:30

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვალ პარლამენტში მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს წარუდგენს. იქიდან გამომდინარე, რომ ხვალ პლენარული სხდომების კვირა არ არის, საჭირო იქნება რიგგარეშე ს