უკან

საზოგადოება

11 დეკემბერი, 2023 16:01
font-size

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა კვლავ ხდება დაინტერესებული პირების მხრიდან არაარგუმენტირებული და უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა კვლავ ხდება დაინტერესებული პირების მხრიდან არაარგუმენტირებული და უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი. როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების დაკნინებისა და საზოგადოებაში მის მიმართ უნდობლობის გაჩენისკენ არის მიმართული.

„ამჯერად გვინდა გამოვეხმაუროთ წალენჯიხის მერის პირველი მოადგილის - ივანე ბურდულის მიერ გაკეთებულ არაარგუმენტირებულ და რეალობას მოწყვეტილ განცხადებას. ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ რეპორტაჟში, საარჩევნო ტექნოლოგიების შეფასებისას, ბურდული ამტკიცებს, რომ „ამ აპარატების მცირედი მოდიფიკაცია ნიშნავს იმას, რომ ძალიან მცირე, პატარა ჩიპის ჩადგმა არის აბსოლუტურად საკმარისი, რომ პროგრამულად დაუკავშირდნენ პლანშეტი, ხმის დათვლის აპარატი და ვერიფიკაციის აპარატი ერთმანეთს და პლანშეტის ინტერნეტის მეშვეობით ეს მონაცემები გადაიგზავნოს სხვაგან“.

ეს განცხადება არ შეესაბამება რეალობას და მიუთითებს იმაზე, რომ რესპონდენტს საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში ან არ აქვს ინფორმაცია იმ ტექნოლოგიების შესახებ, რომლითაც საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამ განცხადების უსაფუძვლობას ადასტურებს 1 ოქტომბრის არჩევნებზე ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნა, რომლიდანაც იკითხება, რომ:

არც ვერიფიკაციის და არც ხმის მთვლელ აპარატებს არ აქვთ პროგრამული შესაძლებლობა, რომ ინტერნეტით მონაცემები მიიღონ ან გააგზავნონ;

პლანშეტს შეუძლია ინფორმაციის გადაგზავნა მხოლოდ ცესკოში და არსად სხვაგან;

პლანშეტს არ შეუძლია არანაირი ფაილის გაგზავნა გარდა ხმის მთვლელი აპარატების შედეგებისა.

აუდიტი ადასტურებს, რომ ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაშია. ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად.

მათთვის ვინც აუდიტის დასკვნას არ იცნობს, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არც ვერიფიკაციის და არც ხმის მთვლელ აპარატებს ინტერნეტთან კავშირი არ აქვს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პირველ ეტაპზე პოლიტიკური სპექტრის მოთხოვნაც სწორედ ის გახლდათ რომ აპარატებს არ ჰქონოდათ კავშირი ინტერნეტთან. ამ პროცესებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი დაინტერესებული პირები ტექნოლოგიის კრიტიკისას ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს/შეფასებებს აკეთებენ. ერთის მხრივ ისინი ითხოვენ ინტერნეტით ხმის მიცემას, ხოლო მეორეს მხრივ თავადვე ამტკიცებენ, რომ საარჩევნო პროცესში ინტერნეტის გამოყენება საფრთხეებს შეიცავს. ამდენად ნათელია, რომ ასეთი განცხადებები მხოლოდ საარჩევნო პროცესის და ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ემსახურება და არ ეფუძნება არანაირ დასკვნას ან არგუმენტს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის გაცხადებული პოლიტიკაა რეაგირების გარეშე არ დატოვოს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გავრცელებული ცრუ ინფორმაციები, ვინაიდან ამ პროცესის წარმატებით განხორციელება გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწორად იქნება საზოგადოება ინფორმირებული სიახლის შესახებ.

შესაბამისად, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ელექტრონულ არჩევნებს, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს ამომრჩევლის თითქმის 90%- თვის იქნება ხელმისაწვდომი. არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა არჩევნების მოდერნიზების ამ მნიშვნელოვან პროცესში“,-აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის ერთგულებაში - მეუფე შიო მუჯირი

8 თებერვალი, 2025 , 18:28

დღეს, როდესაც ჩვენ კვლავ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე და ვიხსენებთ წმინდა დავით მეფის პიროვნებას, მის ღვაწლს, გვმართებს დაფიქრება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის ერთგულე

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელი ეროვნული ყრილობა გაიმართა

8 თებერვალი, 2025 , 18:12

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელ ეროვნულ ყრილობაზე „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა“ დაფუძნდა. ყრილობა მზია ამაღლობელისა და თემურ ქათამაძისთვის სოლიდარობის გამოცხადებით გაიხსნა. ასამბლეის

საქართველოში კობოსთან ბრძოლის დღე აღინიშნა

8 თებერვალი, 2025 , 15:37

საქართველოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება თბილისში, სასტუმრო "ჰილტონ გარდენ ინნ-ში" გაიმართა. მისი ორგანიზატორები იყვნენ კავკასიის ონკოსაზოგადოება (H.O.P.E) და პაციენტთა ორგანიზაცია "ევროპა დონა

“ოცნების ქალაქის“ პროექტი სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნას გულისხმობს, იგეგმება სკოლის, საბავშვო ბაღის, რეკრეაციული ზონების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის - ირაკლი კობახიძე

8 თებერვალი, 2025 , 12:00

“ოცნების ქალაქის“ პროექტი  არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები, ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში გ

სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა

6 თებერვალი, 2025 , 17:39

საქართველოს სახალხო დამცველმა მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. „6 თებერვალს, საქართვე

ცვლილებები საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს და ემსახურება მიმდინარე აქციების ჩახშობასა და პროტესტის მონაწილეთა დაშინებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო`

6 თებერვალი, 2025 , 13:32

ქართული ოცნების პარლამენტმა 3 თებერვალს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუქმებისაკენ მიმართული დიქტატორული წესების განხილვა დაიწყო, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის ძირითად უფლებებს - ამის შესახებ "საერთაშორისო