უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 სექტემბერი, 2020 17:15
font-size

საარჩევნო სიისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის შესახებ „ევროპულ საქართველოსთან` მოლაპარაკებები მიმდინარეობდა - მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკაში სრულიად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს, მე ჩემს როლს ვხედავ, როგორც გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, გუბაზ სანიკიძის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა ჩაიშალა.

მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპულ საქართველოსთან“ შეთავაზება ნამდვილად ჰქონდა, ასევე საუბარი იყო პარლამენტის თავმჯდომარეობაზეც, თუმცა „ევროპული საქართველოს“ მიერ შეთავაზება უარყოფილი იყო.

„ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ერთიანობის მომხრე. თავიდან ჩემი შეთავაზება იყო, ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია, აერჩია ერთიანი პრემიერობის კანდიდატი, რა თქმა უნდა, ეს არ ვიქნებოდი მე და წასულიყო არჩევნებზე. ბევრმა ჯგუფმა ეს უარყო და არ გამოვიდა. მეორე იყო ჩვენი შეთავაზება „ევროპული საქართველოს“ მიმართ და ეს მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა წარმოებდა, რომ პარიტეტულ საწყისებზე, პრაქტიკულად თანაბრად დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ, პრემიერობაზე მომხდარიყო ცალკე შეთანხმება და იქაც არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. ესეც, რაღაც მიზეზების გამო, მათ მიერ იყო უარყოფილი“, – განუცხადა სააკაშვილმა „ტვ პირველს“.

მისივე თქმით, იმ გაერთიანებას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად შექმნა, აქვს პოტენციალი, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება დააკომპლექტოს.

„ახლა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანის მონაწილეობით ჩამოაყალიბა თავისი სია და დამასახელა პრემიერობის კანდიდატად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაერთიანებას აქვს სრული პოტენციალი, აიღოს უმრავლესობა საქართველოს მომავალ პარლამენტში და შემდეგ ფართო საზოგადოებრივი ძალების წარმომადგენლობით ქვეყნის შიგნიდან და გარედანაც დააკომპლექტოს საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელიც დაეფუძნება პრინციპს, რომ ძველი წყენები უნდა გადაიდოს გვერდზე, რევანშზე საერთოდ არავინ უნდა იფიქროს. უნდა ვიფიქროთ ქვეყნის აღმშენებლობაზე, წინსვლასა და განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება. სრულიად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს პოლიტიკაში. მე ჩემს როლს ვხედავ, როგორც გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელს, რომ ამოვიყვანოთ ქვეყანა ჭაობიდან, დავასტაბილუროთ, ჩამოვაყალიბოთ თამაშის ახალი წესები და გადავცეთ ხელისუფლება ქართველი მოღვაწეების ახალ თაობას. ეს ზუსტად ასე იქნება და არავის არაფერი უნდა ეწყინოს. ჩვენ უნდა გვიხაროდეს მხოლოდ ერთი წარმატება, არა ის, ჩვენი ადგილი სად იქნება, არამედ სად იქნება ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

გიორგი ვაშაძე - საარჩევნო პროცესი მიდის გაუგონარი ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე, ამ ყველაფერმა არავინ შეგაშინოთ, მოდით არჩევნებზე

31 ოქტომბერი, 2020 , 17:40

საარჩევნო პროცესი მიდის გაუგონარი ძალადობისა და გაუგონარი ფიზიკური დაპირისპირების ფონზე. მოსყიდვა, დაპირისპირება და ზონდერ ჯგუფები, აი, ეს არის რეალობა, რაც ახლა ხდება არჩევნებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღ

ნიკა მელია - მივმართავ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება

31 ოქტომბერი, 2020 , 17:40

მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება, გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა დაახლოებით საათ-ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები

ბოლომდე უნდა გავანეიტრალოთ, ახლა არის საქმის ბოლომდე მიყვანის დრო - მიხეილ სააკაშვილი

31 ოქტომბერი, 2020 , 16:35

ბოლომდე უნდა გავანეიტრალოთ, ახლა არის საქმის ბოლომდე მიყვანის დრო –ამის შესახებ განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა

ველოდები არაორპოლუსიან, არამედ მრავალპარტიულ პარლამენტს- გიორგი მარგველშვილი

31 ოქტომბერი, 2020 , 14:20

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ხელისუფლების ცვლილების მოლოდინშია. გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი ცოტა ხნის წინ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ის რიგები და მაღალი აქტივობა, რომელიც საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ნიშნავს

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში - ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი, 2020 , 21:06

მე „ქართული ოცნების“ სახელით გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომ

მიღებულია შესაბამისი ზომები არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად - ნათია მეზვრიშვილი

30 ოქტომბერი, 2020 , 19:06

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და პანდემიის პირობებში მიღებული უსაფრთხოების ზომები იყო მთავარი თემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული