უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ოქტომბერი, 2017 12:30
font-size

საარჩევნო უბნის მიღმა აგიტაცია არის დასაშვები - ანა მიქელაძე

ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის შტაბის ხელმძღვანელის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, ძალიან ბევრ უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის იძულებით მიყვანის ფაქტები საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მხარდამჭერთა მობილიზება კანონდარღვევად არ ითვლება.

"ამასთან დაკავშირებით შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ კანონის თანახმად იკრძალება აგიტაცია მხოლოდ საარჩევნო უბანზე. საარჩევნო უბნის მიღმა აგიტაცია არის დასაშვები და ასევე კანონმდებლობით პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს შეუძლია, საკუთარი მხარდამჭერების ხმების მობილიზება", - განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ცნობისათვის, ცესკო-ში ალეკო ელისაშვილის წარმომადგენელმა, ივანე ნოროკიძემ განაცხადა, რომ ძალიან ბევრ უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის იძულებით მიყვანის ფაქტები.

მისი თქმით, რამდენიმე უბანში შავებში ჩაცმული გაურკვეველი ადამიანები ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმის მიცემას აიძულებენ.

ნინო ექვთიმიშვილი

გულდაწყვეტილი ვართ, რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონში რეკომენდაციების გათვალისწინება ადეკვატურად და სრულად არ მოხდა - როს უილსონი

23 აპრილი, 2019 , 20:42

აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას თუმცა, მიღებული კანონმდებლობით ამერიკელი დიპლომატები გულდაწყვეტილები არიან, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა გან

როცა ხელისუფლებაში მოვდიოდით, ვიძახდით, რომ საწვავში 1 ლარი სააკაშვილის არისო, ახლა ეს 1 ლარი აქციზში წავიდა თუ ვიღაცის ჯიბეში? - დავით ჭიჭინაძე

23 აპრილი, 2019 , 15:00

როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვდიოდით, ვიძახდით, რომ საწვავში 1 ლარი სააკაშვილის არისო და მაინტერესებს ახლა ეს 1 ლარი აქციზში წავიდა თუ ვიღაცის ჯიბეში ისევ?! - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელ

ივანე მაჭავარიანს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

23 აპრილი, 2019 , 10:00

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს 23 აპრილს პარლამენტში მოუსმენენ. მაჭავარიანი ხვალ დეპუტატების წინაშე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგება. საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი „ევროპული საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

22 აპრილი, 2019 , 14:48

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „ვულოცავ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის ახალ პრეზიდენტად არჩევას. უკრაინელ ხალხს ვულოცავ თავისუფალი დ

პანკისის ინციდენტი სამწუხაროდ, წარმოადგენს არა ერთეულ შემთხვევას, არამედ მმართველი პარტიის მიერ არჩეულ სტრატეგიას - „თავისუფალი საქართველო“

22 აპრილი, 2019 , 14:05

თუ ხელისუფლება დასკვნებს არ გააკეთებს მოსალოდნელია პანკისის ინციდენტის გამეორება დედაქალაქში, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ პანკისის ინცინდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხ

ივანე მაჭავარიანს 23 აპრილს პარლამენტში მოუსმენენ

22 აპრილი, 2019 , 13:20

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს 23 აპრილს პარლამენტში მოუსმენენ. მაჭავარიანი ხვალ დეპუტატების წინაშე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგება. საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი „ევროპული საქართველო

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019