უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 დეკემბერი, 2016 15:10
font-size

საავადმყოფოს პრივატიზაციას კორუფციის სუნი ასდის - რომან გოცირიძე

აჭარის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამისნიტრომ ბათუმში მდებარე ფსიქიატრიული საავადმყოფოს 100%-ი აუქციონზე გაიტანა.

შენობის ახალი მესაკუთრის ვინაობა 30 დეკემბერს გახდება ცნობილი.

საავადმყოფოს საწყისი ფასია 100 ათასი ლარი.

აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა უზრუნველყოს შენობისათვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება, რაც არაუგვიანეს 36 თვეში უნდა დასრულდეს.

სავალდებულო პირობაში ეკონომიკის სამინისტროს ასევე მითითებული აქვს, რომ 10 წლის განმავლობაში საავადმყოფოს სამედიცინო პროფილი არ უნდა შეეცვალოს.

როგორც ნაციონალური მოძღაობის წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, საავადმყოფოს პრივატიზაციას „კორუფციის სუნი ასდის“.

გოცირიძემ აღნიშნა, რომ პრივატიზაცია ბევრი მიმართულებით ფერხდება და მაშინ, როდესაც უამრავი საპრივატიზაციო ქონება ხელუხლებელია, ხელისუფლებამ რატომღაც გადაწყვიტა ისეთი ობიექტის გაყიდვა, რომელიც არის ერთადერთი და ემსახურება ჯანდაცვის სფეროს.

„ამ პრივატიზაციას კორუფციის სუნი ასდის და რატომ? ჯერ ერთი, ჯანდაცვის სფეროში მთელი სექტორი ფაქტობრივად, კერძო მფლობელობაშია და ეს უდიდესი მიღწევაა. არავინ ეწინააღმდეგება პრივატიზაციას, მაგრამ ცხადდება ტენდერი და მისი ვადა არის მხოლოდ ორი კვირა - 16 დეკემბერს გამოცხადდა და 30 დეკემბერს უნდა გაიყიდოს. ხშირ შემთხვევაში ირიბი ინდიკატორია წინასაახალწლოდ ობიექტის გაყიდვა და ბოლო დღეს კონკურენტების მოცილების მარტივი გზა არის. იქნებ ვინმემ თქვას, რომ ამის გაყიდვით შეიძლება რეგიონში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. მაშინ გადავხედოთ სატენდერო პირობებს - იყიდება 100 ათას ლარად, ერთოთახიანი ბინის ფასად. ამ ტერიტორიაზე, რომელიც არის 25 000 კვ. მიწა, შეიძლება ააშენონ ნებისმიერი რამ და ეს გამოყენებული იქნება, როგორც ჩანს, ბინათმშენებლობისთვის“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, პრივატიზაციის პროცესი სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს და გამოცხადდეს ახალი ტენდერი ახალი პირობებით, სადაც დაცული იქნება პროფილის შენარჩუნების პირობა.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი