უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 იანვარი, 2021 14:20
font-size

საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” N238 დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცა.

უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, დიზელის საწვავი მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროდირექტივით განსაზღვრული პარამეტრების ნუსხას.

„დიზელის ხარისხობრივი მოთხოვნები ეტაპობრივად უმჯობესდება და, დადგენილი პარამეტრების ფარგლებში, 2019 წლიდან შეესაბამება ევრო 4 სტანდარტს, რაც გოგირდის მცირე შემცველობას გულისხმობს. დიზელის ხარისხის ევრო 5 ნორმამდე გაზრდა მომავალი წლის 1 იანვრისთვის არის განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ, 2020 წლის ბოლოს, ღონისძიებები განხორციელდა ბენზინთან მიმართებითაც და განისაზღვრა ევროდირექტივით დადგენილი ყველა პარამეტრი. საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას. ავტომობილებში გაუმჯობესდება წვის პროცესი, რაც უზრუნველყოფს აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების გაფრქვევების შემცირებას. აღსანიშნავია, რომ საავტომობილო საწვავის ხარისხის დადგენილი ნორმების დარღვევებისთვის სანქციების მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში. საავტომობილო საწვავის რეგულარულ მონიტორინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

5 მარტი, 2021 , 10:32

საქართველოში 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 02:40 საათზე, დაბა ყაზბეგთან, სოფელ ბლოდან 18 კმ-ში დ

დღის კალენდარი - 5 მარტი

5 მარტი, 2021 , 10:20

წლის 64-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 301 დღე. საეკლესიო კალენდარი ღირსისა ლეონისა, კატანელ ეპისკოპოსისა (დაახ. 780); მღვდელმოწამისა სადუკისა, სპარსელი ეპისკოპოსისა და მისთანა 128 მოწამეთა (342-344); ღირსისა აღათონ რომი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3190 ლარი გახდა

4 მარტი, 2021 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3190 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3252 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

N3 დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა – პენიტენციური სამსახური

4 მარტი, 2021 , 16:49

N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, დღეს დაახლოებით 10:11 საათზე N3 პენიტენციურ

„თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს“ - რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერ აქცია მიმდინარეობს

4 მარტი, 2021 , 16:00

წარმომადგენლები რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა თბილისიდან რუსთავამდე ავტოკოლონებით მსვლელობა მოაწყვეს და ამ ფო

ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა “ოცნებას” 2012 წლიდან 410 000 ლარი შესწირეს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

4 მარტი, 2021 , 14:50

თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები მესტიაში სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდიას იღებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორ