უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ივლისი, 2018 16:40
font-size

საბაგიროები შესაძლოა, მოეწყოს გლდანიდან თბილისის ზღვისკენ, ასევე ლისისკენ და შავნაბადას ტერიტორიისკენ

საბაგიროები შესაძლოა, მოეწყოს გლდანიდან თბილისის ზღვისკენ, ასევე ლისისკენ და შავნაბადას ტერიტორიისკენ, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ.

მისი თქმით, გარდა ახალი საბაგირო ხაზების შექმნისა, ასევე შესაძლებელია ძველი საბაგირო გზების აღდგენა და გამოყენებაც.

როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში საბაგიროების მოწყობის საკითხი შენარჩუნებულია სხვადასხვა მიმართულებით.

,,ამ შემთხვევაში „სისტრას“ მიერ გაკეთებული კვლევა შევისწავლეთ. მარშრუტები არის მაგალითად, გლდანიდან თბილისის ზღვისკენ, ლისის ტბისკენ მიმავალი მარშრუტი, ასევე შავნაბადასკენ მიმავალი მარშრუტი. გვქონდა იდეა, რომ შავნაბადაზე საპარკო ზონა შეიქმნას და მეორე მთაწმინდასავით იყოს. თუმცა, იცით, რომ ეს კერძო საკუთრებაშია და მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ იყო მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ტერიტორია საპარკო ზონად გამოიყოს, მაგალითად, გოლფის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე შესაძლებელია ძველი მარშრუტების აღდგენა და გამოყენება. რაც შეეხება ტრამვაის, პირდაპირ არ გვითქვამს, რომ პირველივე წელს, იმ სატრანსპორტო დერეფანში, რომელიც ჩვენ მერიას შევთავაზეთ, მაინცდამაინც ტრამვაის ხაზი მოაწყოს,’’ - განაცხადა სალუქვაძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის დერეფნების გაკეთების საკითხზე.

„ჩვენ ვამბობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის იყოს დერეფნები გაკეთებული, რაც არ ნიშნავს ახალ მაგისტრალებს. ორ სატრანსპორტო დერეფანზე, რომელზეც მივანიშნებდით, რომ დიდი დიღმიდან მაღლივ კორპუსამდე და მაღლივი კორპუსიდან გულიას ქუჩამდე, არსებული გზების კონფიგურაციის შეცვლით, გაფართოებით, შეიძლება ამ გზების სატრანსპორტო დერეფნად გამოყენება. ამ დერეფნებში უნდა იყოს bus lane მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, კომფორტული ავტობუსებისთვის. ვიცით, რომ ტრამვაი ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, სიამოვნებით დავუთმობდით ამ დერეფნებს ტრამვაის. მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოწყობილ დერეფანში ტრამვაის ხაზის გატარებაც შეიძლება. მერე უკვე ხალხზე იქნება დამოკიდებული საცობში იქნება თუ კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლის, რომლის ფასიც მისაღები იქნება“, - განაცხადა სალუქვაძემ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი