უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 სექტემბერი, 2020 14:50
font-size

საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა უწყების ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა, ახალი კორონავირუსით (covid 19) გამოწვეულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრეს და გავრცელების პრევენციის პროცესში რისკების მართვის ეტაპები განიხილეს. ამასთან, დეპარტამენტის უფროსმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია covid 19-ით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შემუშავებული ახალი, გამკაცრებული რეგულაციები გააცნო.

საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ ვირუსის მართვის კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სწრაფად მოხდეს ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა, რაც შეამცირებს კორონავირუსის გავრცელების რისკებს და უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.

,,მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგის პროცესი და ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, მყისიერად ხდება შესაბამისი ღონისძიების გატარება, რომელშიც კოორდინირებულად მონაწილეობს სხვადასხვა უწყება, “- განაცხადა მამუკა ჯანგულაშვილმა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ COVID-19-ის რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კორონავირუსზე ტესტირების პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 23-25 სექტემბრის მონაცემებით, მიზნობრივი ტესტირება (PCR ტესტი) ჩაუტარდა 228 მებაჟე ოფიცერსა და თანამშრომელს. გამოკვლეულ პირთაგან კორონავირუსით ინფიცირება 3 პირს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფიტოსანიტარი სრულად გამოჯანმრთელდა და ჩვეულ რეჟიმში შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები მერაბ არახამია, კახაბერ ბარამია, ელგუჯა ბერანძე, კიაზო ახალაია, ანზორ ერგეშიძე და სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.

შემოსავლების სამსახური კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, მუდმივად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ვგმობთ ჟურნალისტების უკანონო მოსმენის პრაქტიკას - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

29 ოქტომბერი, 2020 , 17:40

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსის ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ სათანადო რეაგირება სატელეფონო ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2338 ლარი გახდა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:25

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2338 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2338 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3

საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის განვითარების ბანკიდან დამატებით 170.8 მლნ ევრო მიიღო

29 ოქტომბერი, 2020 , 17:25

დღეს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის“ თაობაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავა

მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის ენითაა გაჯერებული - კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორინგის ანგარიში

29 ოქტომბერი, 2020 , 17:10

კომუნიკაციების კომისია მედიამონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. პირველ შუალედურ ანგარიშში წერია, რომ მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის ენით და უცენზურო გამონათქვამებითაა გაჯერებული. კომუნიკაციების მარეგული

ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. „2020 წლის 29 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონი

წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ „ემპათიამ“ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:00

ცენტრმა „ემპათიამ“ წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „ემპათიადან" აცნობეს. როგორც ინფორმაციაშია აღ