უკან

სამართალი

26 სექტემბერი, 2020 15:50
font-size

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, დარღვევვები გამოვლინდა

22-24 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის 2 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქის ი. მ.-ს კუთვნილი ტვირთის შემოწმებისას დახერხილ წიწვოვან ხის მასალაში, საკარანტინო მავნე ორგანიზმები (მონოხამუსის ოჯახის ხოჭოს (monochamus spp) მატლები) აღმოჩნდა. ხოლო მეწარმე სუბიექტის მიერ შემოტანილი ცოცხალი მიკროორგანიზმებისა და მათი საკვების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ტვირთის ნაწილს (6 ცალი 50-გრამიანი შეფუთვა) თან არ ახლდა ვეტერინარული სერტიფიკატი.

უწყების ცნობით, პირველ შემთხვევაში, საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. მეორე შემთხვევაში კი კანონით დადგენილი პროცედურების თანახმად - განადგურებას.

შსს - ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია გავრცელდა

29 ოქტომბერი, 2020 , 13:45

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ, ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართ

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

27 ოქტომბერი, 2020 , 12:55

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე მ.კ. ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 3815 ლარის ღირ

თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოხდა იმავე ღამეს და დაუყოვნებლივ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით - ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი, 2020 , 21:12

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამეს მოახდინა და დაუყოვნებლივ დაიწყო მისი ადგილსამ

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა

26 ოქტომბერი, 2020 , 20:23

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პ

პოლიციამ ხელვაჩაურში ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

26 ოქტომბერი, 2020 , 10:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.

უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმრის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

26 ოქტომბერი, 2020 , 10:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლში 23 ოქტომბერს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.