უკან

კომენტარი

17 მარტი, 2020 14:45
font-size

საბანკო რეგულაციების შერბილება სესხებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის - ირაკლი კოვზანაძე

„ეროვნული ბანკის მიერ საბანკო რეგულაციების გარკვეულწილად შერბილება სესხებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ეკონომიკაზე კორონავირუსის ეფექტის პირობებში. მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პრინციპი უცვლელია: სესხი ტვირთად არ უნდა დააწვეს მსესხებელს“, -ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ეროვნული ბანკის მიერ საბანკო რეგულაციების გამარტივებას.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ელასტიურობა ჭარბვალიანობის ფაქტორის კვლავ გაძლიერებას არ გამოიწვევს.

„წარმოდგენილი ცვლილებით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მთავარი პრინციპი არ იცვლება, თუმცა ხორციელდება გარკვეული შერბილება, წესები ხდება უფრო მოქნილი და ელასტიური, ხოლო საკრედიტო დაწესებულებებს ეძლევათ მეტი თავისუფლება დამოუკიდებლად შეაფასონ რისკები და თავად მიიღონ გადაწყვეტილება“- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა საბანკო რეგულაციების ამოქმედების მთავარი მიზანი.

„ფიზიკური პირის დაკრედიტების, ანუ ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მიზანი არის საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება და რისკების შემცირება მათ შორის, გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული რისკების შემცირება. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მთავარი პრინციპია - სესხის მომსახურეობამ მსესხებელს არ შეუქმნას ფინანსური სირთულეები, მსესხებელმა საკუთარი შემოსავლებით უზრუნველყოს სესხის მომსახურეობა“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა დღეს, საბანკო რეგულაციების გამარტივება დაანონსა. ცვლილებები ძალაში 15 აპრილიდან შევა.

ალიევის ხელისუფლებამ ივანიშვილის პარტიასთან სრული შეთანხმებით მიიტაცა დავით გარეჯი - შალვა ნათელაშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 18:24

“მოვუწოდებ ალიევის ხელისუფლებას, გონს მოეგოს. ნუ იფიქრებს, რომ ივანიშვილის მაფიოზური ბიზნესგამყიდველური რეჟიმია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობათა მომავალი,” – ამის შესახებ განცხადება, „ლეი

ოპოზიციას ვურჩევდი, თავი დაანებოს ჭორაობას და უსაფუძვლო ბრალდებებს - რატი იონათამიშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 17:05

ოპოზიციას ვურჩევდი, რომ თავი დაანებოს ჭორაობას და უსაფუძვლო ბრალდებებს, თორემ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ბრალდებებს ძ

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან - ხვიჩა მღებრიშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 16:30

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან, - ამის შესახებ ხვიჩა მღებრიშვილმა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ცხინვალში პატიმრობაში ყოფნისას კარგად ექცეოდნენ. „არცევში მივდიო

სადაც დავითი დააკავეს, ახლა მეც აუცილებლად დამაკავებენ, არაფრის მეშინია, რაც უნდათ, ის უქნიათ - - მიხეილ რამიშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 15:10

სადაც დავითი დააკავეს, ახლა მეც აუცილებლად დამაკავებენ, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს გავრელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმად, დავით ფუ

კიბერუსაფრთხოების მიმართულება გუშინ უფრო სუსტი იყო, დღეს უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ხვალ უფრო ძლიერები გვინდა ვიყოთ - ვახტანგ გომელაური

25 სექტემბერი, 2020 , 12:30

საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს კიბერუსაფრთხო

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, საარჩევნო პერიოდში ყველა საქმეზე იქნება მკაცრი რეაგირება - ვახტანგ გომელაური

25 სექტემბერი, 2020 , 12:30

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის და გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირების შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.  "საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ძალიან ბევრ განცხადებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე