უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ოქტომბერი, 2020 15:42
font-size

საბანკო სექტორმა კერძო მფლობელებისგან 229 მილიონი ლარის ქონება გადაიფორმა - მოვუწოდებ, ხელისუფლებას და გვენეტაძეს თავი გაანძრიეთ, გამოაცხადეთ მორატორიუმი - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეკონომიკაში საბანკო სექტორმა 229 მლნ ლარის ქონება გადაიფორმა.

ვაშაძე ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გამოცხადდეს მინიმუმ ექვს თვიანი მორატორიუმი ქონების გადაფორმებაზე და მოხდეს სესხის პროცენტის სუბსიდირება გამოყოფილი 5 მლრდ-დან.

"უმძიმესი ვითარება არის ქართულ ეკონომიკაში, 229 მლნ ლარის ქონება საბანკო სექტორმა გადაიფორმა საკუთარ თავზე კერძო მფლობელებისგან. 50 მლნ-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს და ეს მოიცავს იმ პერიოდს, როცა სესხების გადახდა ფაქტობრივად შეჩერებული იყო, სამი თვის შემდგომ 6 თვის მანძილზე ეს ყველაფერი გაჩერებული იყო. დღეს გაცილებით მძიმე მდგომარეობა არის და ამიტომ ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გამოცხადდეს მინიმუმ ექვსთვიანი მორატორიუმი ქონების გადაფორმებაზე, სანამ კორონაკრიზისს არ გადალახავს ქვეყანა, მანამდე არ უნდა ხდებოდეს ქონების გადაფორმება და მეორე - სესხის პროცენტის სუბსიდირება გამოყოფილი 5 მლრდ-დან, ყველამ ვინც დაკარგა სამუშაო ადგილი, ყველა მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც ფაქტობრივად გაკოტრების პირასაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება უმძიმესი ვითარება, უბრალოდ ხალხი რჩება ქუჩაში, ამ ხალხს შველა უნდა და სად უნდა განვასახლოთ ეს ხალხი. ტოტალურად, მასიურად ხდება ამ ხალხი ქონებების გადაფორმება ბანკების, მიკროსაფინანსოების მხრიდან. 229 მილიონი ეს მხოლოდ და მხოლოდ საბანკო სექტორის ციფრია, გაცილებით დიდი ციფრია მიკროსაფინანსოების მიმართულებით, ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, პირველ რიგში ეროვნულ ბანკს და გვენეტაძეს თავი გაანძრიეთ - ნუ ხართ მონოპოლისტ ბანკთან ინტერესების დამცველები, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც დაიცვათ ხალხის ინტერესები, შეაჩერეთ გადაფორმების პროცესი, გამოაცხადეთ ექვსთვიანი მორატორიუმი, დავასუფსიდიროთ გამოყოფილი 5 მილიარდიდან სესხის პროცენტი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სესხის პროცენტს ვერ იხდის და ჩამოვაწეროთ სესხის პროცენტი პენსიონერებს, ამით ჩვენ შევძლებთ, რომ შევაჩეროთ ის ძალიან მძიმე ვითარება, რაც ქვეყანაშია, რომ ხალხი შიმშილთან ერთად ქუჩაშიც არ დარჩეს. 5 მილიარდიდან ფული მოიძებნა გახარიას და „ქართული ოცნების" მეგობრებისთვის, კაპიკი არ მოიძებნა მცირე და საშუალო ბიზნესისა და იმ ხალხისთვის, ვინც სამსახური დაკარგა. ეს უსამართლობაა, რადგან ეს 5 მილიარდი ამერიკამ და ევროპამ ხალხს მოგვცა იმისათვის, რომ ყველამ გამოიყენოს და არა იმისთვის, რომ მხოლოდ ფულის მკეთებელ „ქართული ოცნების" მეგობრებმა ეს ყველაფერი გამოიყენონ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

`ლელო` დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე „ლელოს“ ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართეს. “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი

ავღანეთში, ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობ

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ზოგადი დარღვევა. კერძოდ, არ ხდება რეგისტრატორთან ამომრჩევლების იდენტიფიცირება. რეგისტრატორები ხშირად არ ითხოვენ პირბადის მოხსნას,- ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორ

პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი - ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების ნაწილი უკვე დადასტურდა. როგ

10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33% - საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ

31 ოქტომბერი, 2020 , 12:23

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფ

საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

31 ოქტომბერი, 2020 , 12:10

საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდაცვლილთაგან 10 ადამიანი თბილის