უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

24 თებერვალი, 2017 17:00
font-size

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი თებერვლისათვის 17.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 167.8 მლნ ლარით ანუ 1.0 პროცენტით მეტია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე იანვარში დეპოზიტების მოცულობა 0.6 პროცენტით შემცირდა). იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 396.3 მლნ ლარით ანუ 4.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 2.4 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 228.6 მლნ ლარით, ანუ 3.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე კლებამ 4.3 პროცენტი შეადგინა).

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 28.12 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 3.2 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 85.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.1 პროცენტი შეადგინა.

საკვანძო სიტყვები:

ეროვნული ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

15 თებერვალი, 2019 , 17:00

დღეს, 15 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6414 შეადგინა.

სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება - გიორგი ქობულია

15 თებერვალი, 2019 , 16:40

„სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მ

„ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

15 თებერვალი, 2019 , 16:10

სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმ

TBC ბანკმა ერთ დღეში დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა - აქციების ღირებულება 6.66% გაუფასურდა

15 თებერვალი, 2019 , 15:49

ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის აქციები უფასურდება. ამ დროისთვის TBC-ის ერთი აქციის ღირებულებაა 13.34 გირვანქა სტერლინგია, რაც 2016 წლის 2 დეკემბრის შემდეგ, მინიმალურ ფასია. ბოლო 24 საათში TBC-ის 

იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ დოლარი შეადგინა

15 თებერვალი, 2019 , 15:45

2019 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ აშშ დოლარი (308.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.1 პროცენტით (5.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართვ

საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ

15 თებერვალი, 2019 , 13:35

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, დეველოპერულ კომპანია რედკოსთან და სამშენებლო კომპანია ანაგთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს წამყვანი ბანკის მხრიდან აღნიშნულ კომპანიებთ