უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 ნოემბერი, 2018 21:59
font-size

საბანკო სექტორში რეგულაციების გადავადება შესაძლებელია, თუმცა, ეს ეროვნული ბანკის გადასაწყვეტია - ირაკლი კოვზანაძე

რეგულაციები საბანკო სექტორში აუცილებელია, თუმცა, შესაძლებელია მათი გადავადება, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით ,ეროვნული ბანკის მიერ ახალი რეგულაციების შემოღება უკავშირდება ჭარბვალიანობის პრობლემას, რომელიც საფინანსო სექტორის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„ჩემი პოზიციაა, რომ ყველა მსესხებელი სესხს უნდა მოემსახუროს თავისი შემოსავლებით, თავისი ლიკვიდური აქტივებით და ამ მომსახურებისთვის არ მოუწიოს უკანასკნელი საცხოვრებლის გაყიდვა. ამავე დროს, აუცილებელია, რომ კრედიტი აიღოს იმ ვალუტაში, რაშიც შემოსავალი აქვს, რათა სვალუტო რისკი არ დადგეს“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ახალი რეგულაციები საბანკო სექტორისთვის ძალაში 15 ნოემბერს შედის, ხოლო არასაბანკოსთვის კი - 2019 წლის 1-ლ იანვარს, რაც საფინანსო ინსტიტუტებს განსაკუთრებით აღელვებთ.

„ვადის საკითხი ეროვნული ბანკის გადასაწყვეტია. ის დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. პარლამენტი, განსაკუთრებით, ჩვენი კომიტეტი მის დამოუკიდებლობას განსაკუთრებით უფრთხილდება. თუმცა, ჩემი, როგორც პრაქტიკოსი ბანკირის, პერსონალური მოსაზრებაა, რომ შესაძლებელია, ეს ვადა არასაბანკო და საბანკო სექტორისთვისაც პირველი იანვრით განისაზღვროს. შესაბამისად, უფრო მეტი დრო ექნებათ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს, კოეფიციენტებზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ვალების განულების პროექტი საარჩევნო პოპულიზმის აუცილებლობამ შვა, იურიდიულად ტოტალურ მოსყიდვას რომ უტოლდება - ნატო ჩხეიძე

11 დეკემბერი, 2018 , 16:50

პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ვალების განულების პროცესს ეხმიანება. ,,სერიიდან: ის, რაც ხდება... ვალების განულების პროექტი საარჩევნო პოპულიზმის აუცილებლობამ შვა, იურიდიულად ტოტალურ მოსყიდვას რომ უ

ძველი და უკვე გაცვეთილი ანეკდოტია - მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო - გიგა ბოკერია

10 დეკემბერი, 2018 , 17:30

ძველი ანეკდოტია ერთი - მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლებაში საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით. მი

ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი ვერ იქნება - მამუკა ბახტაძე შესაძლო საკადრო ცვლილებზე

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

აუცილებლად განვახორციელებთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შედეგების სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ბუნებრივია, ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი ვერ იქნება, - ასე უ

მამუკა ბახტაძემ უარყო, რომ დედამისს სასამართლოში უჩივლა

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

“რუსთავი2”-ის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომელშიც საუბარი იყო პრემიერისა და მისი დედის სამართლებრივ დავაზე, მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, შაბათის კურიერში გასული სიუჟეტი მტკნარი

შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული - მამუკა ბახტაძე პურის ფასის ზრდაზე

10 დეკემბერი, 2018 , 15:30

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული. ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ თუ რა ხდება ამ მიმართულებით. „

შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? - ნინო კალანდაძე

8 დეკემბერი, 2018 , 16:10

„ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ჩვენში კი უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა“, - წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კალანდაძე. „შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`