უკან

საზოგადოება

23 იანვარი, 2018 13:05
font-size

საბავშვო ბაღის პედაგოგები ვალდებული არიან, ყოველწლიურად გაიარონ სამედიცინო შემოწმება და ეს მკაცრი მოთხოვნაა - კახა კალაძე

საბავშვო ბაღის პედაგოგები ვალდებული არიან, რომ ყოველწლიურად გაიარონ სამედიცინო შემოწმება და ეს მკაცრი მოთხოვნაა, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში პედაგოგისთვის ტუბერკულოზის დიაგნოზთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლე და მასწავლებელი, ვისაც შეხება ჰქონდა კონკრეტულ ადამიანთან, რომელსაც ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუდგინდა გაიარონ შემოწმება.

“დღეს დილით ბაღების სააგენტომ გააკეთა განცხადება. პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა, ვისაც შეხება ჰქონდა კონკრეტულ ადამიანთან, რომელსაც დაუდგინდა ტუბერკულოზი, გაიარონ შემოწმება. შემოწმების ხარჯს თავის თავზე აიღებს ბაღების სააგენტო. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ტუბერკულოზის ცენტრთან და შევთანხმდით, რომ დღის განმავლობაში ყველა მშობელი მიიყვანს პატარას და ყველა მასწავლებელი გაივლის შემოწმებას. რაც შეეხება პრევენციას, პედაგოგები ვალდებული არიან, რომ ყოველწლიურად გაიარონ შემოწმება ამ მიმართულებით და ეს მკაცრი მოთხოვნაა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა, რის გამოც, პრევენციის მიზნით, იმ ჯგუფის აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, სპეციალურ შემოწმებას გაივლიან. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საკვანძო სიტყვები:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი