უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 იანვარი, 2020 15:35
font-size

საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული პოეტის, ვანლერ დაისელის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისში, გუნიას ქუჩის 4 ნომერში, სადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული პოეტი ვანლერ დაისელი 1920-1929 წლებში ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა.

შეკრებილმა საზოგადოებამ ვანლერ დაისელის შემოქმედებისა და ცხოვრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებაზე იმსჯელეს. როგორც მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალზე აღინიშნა, თბილისში, ერთ-ერთ ქუჩას ვანლერ დაისელის სახელი მიენიჭება, ხოლო ზესტაფონში, მისსავე მშობლიურ სოფელში მშენებარე სკოლაში კი, პოეტის სახელობის კაბინეტი გაიხსნება.

„მკვლევარმა ლევან ჟვანიამ პოეტის შემოქმედების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა და ამ მიმართულებით გაწეული თანადგომისთვის თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ტალიაშვილს მადლობა გადაუხადა.

თბილისის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით, 2018 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, გამოიცა ვანლერ დაისელის კრებული „მზის სისხლი“ ლევან ჟვანიას რედაქციით, რომელიც პოეტის აქამდე უცნობ ნაწარმოებებსა და შსს-ს არქივში დაცულ მასალებს მოიცავს.

წიგნის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მოეწყო“, - ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვანლერ დაისელმა ახალი პოეტური ორდენი ,,სომნამბულიზმი’’ შექმნა. იგი არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პოეტი, რომელიც გმობდა რუსულ იმპერიალიზმს და ღიად ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას, რისთვისაც სამშობლოდან გადაასახლეს.

მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ კახაძე, პარლამენტის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი გულია გოცირიძე, მთაწმინდის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოლიძე და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები თამარ თოფურიძე, ნინო სულაძე, ხათუნა სამანაშვილი დაესწრნენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი