უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ივნისი, 2018 12:35
font-size

საბჭოთა წარსულის ერთ-ერთი სიმბოლო, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უნდა გავაუქმოთ - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საბჭოთა წარსულის ერთ-ერთი სიმბოლო, 1984 წელს მიღებული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ უნდა გაუქმდეს.

ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ სასამართლო მომავალში უფრო მეტ ადამიანურ რესურსს გამონახავს და ადმინისტრაციულ საქმეებს ერთზე მეტი მოსამართლე განიხილავს, რათა შესაძლებელი იყოს საქმეთა დაჩქარებულ რეჟიმში განხილვა.

“12 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდა, რომლებზეც 11 ივნისის აქციაზე სავარაუდოდ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს განიხილავდნენ. დაკავებული პირები სასამართლოში მთელი დღე ელოდნენ მათი საქმის განხილვის რიგს, ვინაიდან რამდენიმე საქმეს ერთი მოსამართლე იხილავდა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რამდენად არაკონსტიტუციურია მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და როგორ არ უზრუნველყოფს ის სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით სარგებლობას.

“იმედია პარლამენტი მალე მოახდენს ახალი, სამართლიანი განხილვის პრინციპზე დაფუძნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ინიცირებას და მიღებას. წელს, როდესაც დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღვნიშნავთ, საბჭოთა წარსულის ერთ-ერთი სიმბოლო, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უნდა გავაუქმოთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მიმდინარე პროცესების ფარგლებში ადმინისტრაციულმა სასამართლოებმა გადაწყვეტილება ნეიტრალურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღონ.

„ჩვენ ბოლომდე დავაკვირდებით პროცესს და დარღვევების იდენტიფიცირების შემთხვევაში ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებებს გამოვიყენებთ, - განაცხადა ლომჯარიამ.

პრეზიდენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის შეთანხება ვერ მოხერხდა - კახა კოჟორიძე

20 აგვისტო, 2018 , 17:45

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის შეთანხება ვერ მო

სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკრეტულ კანდიდატურას არ შესთავაზებს

20 აგვისტო, 2018 , 17:45

"საერათაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკრეტულ კანდიდატურას არ შესთავაზებს. გიგაური

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკური და კლანური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს - გიორგი მარგველაშვილი

20 აგვისტო, 2018 , 16:55

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკური და კლანური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს. "დღეს შევიკრიბეთ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი შტოს - სასამართლოს საკ

შალვა ნათელაშვილი სოკარისათვის სანქციების დაწესებას ითხოვს

20 აგვისტო, 2018 , 15:55

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საწვავის ბოლო დროინდელი გაძვირება ბიძინა ივანიშვილსა და აზერბაიჯანის ლიდერის, ილჰამ ალიევის ერთობლივ სქემას უკავშირდება. ნათელაშვილი ევროსაბჭოს მიმართავს და

გერმანია არის საქართველოს ერთ-ერთი მხარდამჭერი - ირაკლი კობახიძე

20 აგვისტო, 2018 , 14:50

გერმანიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გერმანიას უკავია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირში, იმ გაერთიანებაში, რომლის წევრობისკენაც ჩვენ ვისწრაფვით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქა

გურიის ახალი გუბერნატორი „ქართული ოცნების“ შემომწირველი და მხარდამჭერი ზურაბ ნასარაია გახდა - რუსთავი 2

20 აგვისტო, 2018 , 12:40

გურიის ახალი რწმუნებული ზურაბ ნასარაია გახდა. ,,რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, ნასარაია რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე იყო და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მას სავარაუდოდ, სწორედ რკინიგზაში მუშაობის პერიო

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან