უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ივნისი, 2017 13:40
font-size

საბერძნეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო მიღებითა და გამოფენით აღინიშნა

ათენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოფიციალური მიღება გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება, საქართველოს ელჩთან იოსებ ნანობაშვილთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ და საბერძნეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული რეფორმირების მინისტრმა ოლგა იეროვასილიმ. მიღებაზე მისასალმებელი სიტყვების შემდეგ საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნები შესრულდა, ხოლო საღამოს განმავლობაში, ცნობილმა ბერძენმა მომღერალმა იოვანნამ შეასრულა ქართული სიმღერები. მიღების პარალელურად, ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ქართული ანბანის გამოფენა.

მიღებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამენოვანი საინფორმაციო ბროშურებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავთან და საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების ამსახველ ინფორმაციას და საქართველოსთან დაკავშირებული სხვა ბეჭდვითი მასალას.

ღონისძიებას დაესწრნენ საბერძნეთის ტურიზმისა და სპორტის მინისტრები, ომბუდსმენი, ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, საბერძნეთის აკადემიური და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, მასმედიის, არასამთავრობო სექტორისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ნებისმიერს უფლებას აქვს მოვიდეს აქციაზე და გამოხატოს თავის პროტესტი - ვაჟა სირაძე

18 ნოემბერი, 2019 , 20:36

საპოლიციო ძალებმა გაწმინდეს მხოლოდ ის ტერიტორია, სადაც უკანონოდ იყო ბლოკირებული შესასვლელები. რუსთაველზე გრძელდება აქცია კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განა

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას, სულ, სამი ადამიანი დაშავდა

18 ნოემბერი, 2019 , 20:30

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების შორის დაშავებულებს შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც ჭრილობა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

18 ნოემბერი, 2019 , 19:24

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. პარლამენტის წინ კი მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან. შეგახსენებთ, სპეცრაზმმა, წყლის ჭავლისა და ძალის გამოყენებით, პარლამენტის პიკეტირებული შესასვლელები და პარლამენტის წინ გზის

ჯანდაცვის სამინისტროსა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

18 ნოემბერი, 2019 , 19:15

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრების და ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დე

სპეცრაზმის წევრებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს

18 ნოემბერი, 2019 , 18:20

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ტერიტორიას სპეცრაზმი აკონტროლებს. პარალელურად სპეციალური ტექნიკით მიდებარე ტრეიტორიის გაწმე

სპერაზმი პარლამენტის წინ გამოჩნდა

18 ნოემბერი, 2019 , 17:45

ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით სპედანიშნულების დამატებითი რაზმები დაიძრნენ. ისინი უკვე პარლამენტის შენობას უახლოვდებიან. ისინი ხელკეტებითა და ფარებით მოემართებიან. ასევე მობილიზებულია სპეც