უკან

საზოგადოება

16 ივნისი, 2017 12:35
font-size

საბერძნეთში საქართველოს ელჩი საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

დიპლომატი საბერძნეთის ომბუდსმენს ანდრეას პოტაკისთან შეხვედრის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრის შემდეგ, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება.

ელჩის ინფორმაციითვე, საბერძნეთის ომბუდსმენის აპარატი მკაცრ მონიტორინგს გაუწევს საბერძნეთიდან საქართველოში რეადმისიისა და დეპორტაციის პროცესებს.

"საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა ჩვენი საელჩოს საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. საქართველოს მოქალაქეების ინტერესებსა და უფლებებს ვიცავთ საბერძნეთის საზღვრებზე, წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და პენიტენციალური სისტემის სხვა დაწესებულებებში, სასამართლოებში, საავადმყოფოებში, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული ინციდენტებზე ინფორმაციების მისაღებად კი კვირის 7 დღის 24 საათის განმავლობაში მუშაობს საელჩოს ცხელი ხაზი. საბერძნეთის ომბუდსმენთან შევთანხმდით, რომ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას მოახდენს ომბუდსმენის აპარატის სპეციალური ჯგუფი, რომლის წევრებსაც აქვთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ინსპექტირების უფლებამოსილება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ამის გარდა, პოტაკისის თხოვნაა, პირადად ჩავაყენო საქმის კურსში ყოველი ასეთი გადაცდომის თაობაზე.

ამის გარდა, საბერძნეთის ომბუდსმენის აპარატი მკაცრ მონიტორინგს გაუწევს საბერძნეთიდან საქართველოში რეადმისიისა და დეპორტაციის პროცესებს. რეადმისიისა და დეპორტაციის დროს საქართველოს მოქალაქეების მიმართ საბერძნეთის პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ყველა ფაქტზე ინფორმირებული იქნება ომბუდსმენის აპარატი, ხოლო ამ უკანასკნელის რეაქცია იქნება მყისიერი და ეფექტური.

ანდრეას პოტაკისი მიესალმა საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეთა საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ ღონისძიებებს. მან მზადყოფნა გამოთქვა, პირადად ჩაერთოს ამ პროცესში, მონაწილეობა მიიღოს როგორც საბერძნეთის საემიგრაციო კანონის გზამკვლევის შექმნაში, ასევე მხარი დაუჭიროს საელჩოს ინიციატივით შექმნილი სამართლებრივი-საკონსულტაციო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფებისათვის საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის გამარტივებას ისახავენ მიზნად. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა სრულად ავამოქმედოთ ყველა არსებული ინსტრუმენტი, რომელიც საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას შეუწყობს ხელს”, - ამბობს საბერძენთში საქართველოს ელჩი, რომლის განცხადებასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ნინო ექვთიმიშვილი

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი