უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ივლისი, 2018 17:20
font-size

საბერძნეთში საქართველოს ერთი მოქალაქე მოვძებნეთ და ის ოჯახთან ერთადაა, მეორეს კი ვეძებთ - საქართველოს ელჩი საბერძნეთში

საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ოჯახი ვერ პოულობდა, გადარჩენილია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.

„დილის მერე ცხელ ხაზზე დამატებითი შეტყობინება დაზარალებულების შესახებ არ ყოფილა. იმ ორი ადამიანიდან, რომლებსაც ვეძებდით, ერთი განსაკუთრებული რისკის არეალში იყო, პრაქტიკულად ხანძრის ეპიცენტრში. მოვძებნეთ და ეს ქალბატონი არის ოჯახთან ერთად, უსაფრთხოდ. მეორე ადამიანს ვეძებთ,ასევე ველით საბერძნეთის შსს-ის ინფორმაციას გარდაცვლილებისა და ჰოსპიტალიზებულების შესახებ. იმედი გვაქვს, მათ შორის საქართველოს მოქალაქე არ იქნება“, - თქვა ელჩმა პირველ არხთან.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს მეორე მოქალაქე, რომელსაც ამ წუთებში ეძებენ, ბოლოს იმ არეალში დაფიქსირდა, სადაც ნაკლები საფრთხეა.

„პერსონალური მონაცემების გამჟღავნების უფლებამოსილება არ მაქვს, გიდასტურებთ, რომ იმ ორი ადამიანიდან, რომელსაც ვეძებდით, ერთ-ერთი მოძებნილია და ოჯახშია. მეორე ადამიანი კი ბოლოს იმ რეგიონში ნახეს, სადაც მსხვერპლი ფაქტობრივად არ ყოფილა და ამიტომ, იმედიანად ვართ. ამ ადამიანის ოჯახთან მუდმივ ვართ კავშირზე ვიმყოფებით“,-განაცხადა ელჩმა.

ნანობაშვილმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, კრიზისი საბერძნეთში უახლოეს მომავალში დაიძლევა.

„ხანძრის ჩაქრობა პროგრესირებს, ტემპერატურაც და ბუნებრივი პირობებიც ხელს უწყობს. იმედი გვაქვს, კრიზისი დაიძლევა უახლოეს მომავალში“,- განაცხადა ნანობაშვილმა.

ცნობისთვის, საბერძნეთში ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, რასაც სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა ზრდასრულთა და არასრულწლოვანთა 26 ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც ჩახუტებულები იყვნენ.

საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელ ხაზზე, სატელეფონო ნომერზე +306995779793 შეუძლიათ.

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი