უკან
მსოფლიო
30 ივლისი, 2018 14:55
საბერძნეთში ტყის ხანძრების შედეგად 91 ადამიანი დაიღუპა
საბერძნეთში, მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 91-ს შეადგენს, 25 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაცია საბერძნეთის ეროვნულმა სახანძრო სამსახურმა გამოაქვეყნა.
2000-ზე მეტი სახლი დაშავდა ხანძრის შედეგად და აქედან მეოთხედი დასანგრევია.
ხანძარი სოფელ მატიში ერთი კვირის წინ, 23 ივლისს გაჩნდა. ბრიუსელის კატასტროფათა ეპიდემიოლოგიის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, ეს იყო ყველაზე მომაკვდინებელი ხანძარი ევროპაში 1900 წლიდან.