უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 ივლისი, 2017 18:35
font-size

საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა

საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საქმეზე დღეს, ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა, მათგან ერთთან, კერძოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საბუღალტრო მომსახურების დეპარტამენტის უფროსთან ქეთევან გოგოლაძესთან დაისვა ყველაზე მეტი კითხვა.

როგორც საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის თემურ ჯანაშიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მოწმის ჩვენებით მტკიცდება, რომ ჯანაშიას ბრალი არის უსაფუძვლო.

„ბუღალტერმა დაადასტურა, რომ აბსოლუტურად იგივე ხარჯები გაიცემოდა ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროსაც, რა ტიპის ხარჯიც გაიწეოდა თეიმურაზ ჯანაშიას სამსახურის უფროსობის პერიოდში, ანუ არანაირი კანონდარღვევა ჯანაშიას ქმედებებში არ არის. მოწმემ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ხაზინის პირდაპირი და უშუალო ჩართულობით ხდებოდა თანხების გამოყოფა, შესაბამისად სამსახური ვალდებული იყო ეს თანხა დაეხარჯა. შესაბამისად, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების საფუძველი არ არსებობს. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ იდენტური გარემოებები გრძელდებოდა ჯანაშიას შემდეგაც და ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს კითხვებიც კი არ აქვს, ხოლო ჯანაშიას 7-დან 11 წლამდე ემუქრება. ეს არის შერჩევითი სამართალი. 8 მილიონ სამასი ათასს ედავებიან თეიმურაზ ჯანაშიას 4 წლის მანძილზე, ამ თანხაში, 7 მილიონ ლარზე მეტი დახარჯულია ავიაბილეთებზე, კვებაზე, ტრანსპორტზე, სასტუმროს ხარჯებზე. მოწმემ თქვა, რომ ეს ხარჯები 2013 წლის შემდეგაც გაიწეოდა“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.
პროკურორ ქეთევან ჩაჩავას თქმით კი, მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯებოდა.

„მოწმემ დაადასტურა, რომ წლის განმავლობაში 300 ათას ლარამდე ლეგალურად იხარჯებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისათვის კვების ხარჯები, მიუხედაავად ამისა, მიხეილ სააკაშვილი თავისი კომფორტისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს ხარჯავდა სპეციალური სამსახურის საბიუჯეტო სახსრებიდან. ამ პერიოდში სამსახურის უფროსი იყო თეიმურაზ ჯანაშია და ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ამ ხარჯებს ადასტურებდა, გადიოდა მის ხელში და მისი უშუალო პასუხისმგებლობით ხდებოდა ამ თანხების ჩამოწერა. დაახლოებით 9 მილიონია დახარჯული და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე მხოლოდ 22 ველოსიპედია ამ თანხიდან. ბუღალტერის ჩვენებიდან დადასტურდა ის ფაქტი, რომ გრიფით საიდუმლო პატაკებით ხდებოდა კვების, მომსახურების, სხვადასხვა სუვენირების, საჩუქრების ჩამოწერა და ნებისმიერ ამ პატაკზე ედო თეიმურაზ ჯანაშიას ხელმოწერა, რომ ის პირადად იყო საქმის კურსში დიდი ოდენობით თანხების ფლანგვაზე“,- განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

დღევანდელ სასამართლო სხდომას ერთ-ერთი ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშია ესწრებოდა.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ორშაბათს, 10 ივლისს ჩანიშნა.

საკვანძო სიტყვები:

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი