უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ნოემბერი, 2016 15:15
font-size

საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ პრეზიდენტი პარლამენტის პირველ სხდომას მოიწვევს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, რომელსაც თავად გახსნის და პარლამენტს სიტყვით მიმართავს.

ინფორმაცია ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ მიაწოდა.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, არჩევნების განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებზე დროული და ადეკვატური რეაგირება.

,,არჩევნები დასრულდა. პრეზიდენტმა საარჩევნო პროცესი თავად შეაჯამა და მოგახსენათ საკუთარი აზრი. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია დროული და ადეკვატური რეაგირება ყველა დარღვევაზე, რაც გამოვლინდა არჩევნების განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური პროცესის სამართლიანობისთვის, ასევე ზოგადად საარჩევნო სისტემის სანდოობისთვის და გარდა ამისა, მომავალი არჩევნებისთვის, რომ მოხდეს ხარვეზების აღმოფხვრა და არჩევნების უკეთ ორგანიზება.

ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, რომელსაც თავად გახსნის და პარლამენტს სიტყვით მიმართავს. რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, უსკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დანიშნავს’’, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ნატო-ს პოზიცია მყარი და ნათელია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი - როუზ გოტემოლერი

21 სექტემბერი, 2018 , 14:30

ნატო-ს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან, საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარ

მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცე დაუდასტურა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

21 სექტემბერი, 2018 , 14:00

სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცე დაუდასტურა, - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმ

მინისტრებისთვის ძვირადღირებული მანქანების გამოძალვა - „კურიერი“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგ ჩანაწერს ავრცელებს

21 სექტემბერი, 2018 , 14:00

„რუსთავი 2“-მა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი მოიპოვა, რომელშიც ისევ ფიგურირებს სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი. აღნიშნულ ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაში &bd

მამუკა ბახტაძემ და მაიკლ პომპეომ აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივ

ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება - მამუკა ბახტაძე

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ

საინფორმაციო განცხადება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით

20 სექტემბერი, 2018 , 19:13

2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ამ დროისთვის პრეზიდენტობის 19 კანდიდატია რეგისტრირებული. არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`