საბრძნეთში კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებული ქართველი მეზღვაური ბრალდებას უარყოფს
11.05.2012 10:40
საბრძნეთში ორი დღის წინ კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებული ქართველი მეზღვაური ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მან გემზე კონტრაბანდისტული ტვირთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.
დაკავებული ნური აჯიბა საქართველოს ელჩმა უკვე მოინახულა. იგი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და უზრუნველყოფილი იქნება ადვოკატით. მეზღვაური თავს კარგად გრძნობს.
,,ჩვენი მოქალაქის ინტერესებს იცავს გემთმფლობელი კომპანიის მიერ დაქირავებული ადვოკატი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. თავად მოქალაქე ნური არ ადასტურებს ამ კონტრაბანდაში მონაწილეობას და თავს დამნაშავედ არ სცნობს”, _ განაცხადა საქართველოს კონსულმა საბერძნეთში გიორგი არჩემაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბერძენმა სამართალდამაცვებმა ორი დღის წინ საბერძნეთის ერთ-ერთ პორტში გემი ,,სტენდლანდი” სიგარეტის კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. ხომალდზე უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებიც არიან.


















