უკან

ეკონომიკა

16 ივნისი, 2018 14:35
font-size

საბროკერო კომპანიებისთვის ეროვნულმა ბანკმა დამატებითი რეგულაციები დააწესა

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიებისთვის ეროვნულმა ბანკმა დამატებითი რეგულაციები შემოიღო.

შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, კომპანია ვალდებულია განათავსოს ვებგვერდზე და ნებისმიერ სარეკლამო მასალაზე გაფრთხილება სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობისა და მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

ამასთან, კომპანიას არ აქვს უფლება მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რეკლამირებისას დაჰპირდეს კლიენტს შემოსავლის განსაზღვრულ ოდენობას ან მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გულისხმობდეს მსგავსი ინსტრუმენტებით ვაჭრობის შედეგად მაღალი მოგების მიღებას. კომპანია ვალდებულია ყველა სახის სარეკლამო ღონისძიების ან/და სარეკლამო მასალებისა და მათი გავრცელების საშუალებების შესახებ ინფორმაცია მათ გავრცელებამდე მიაწოდოს ეროვნულ ბანკს.

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი

18 იანვარი, 2019 , 16:29

2019 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.

ანკარა-თბილი-ანკარას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა

18 იანვარი, 2019 , 11:23

18 იანვარს, საქართველოს საელჩოს, თურქეთის ავიახაზებისა (Turkish Airlines) და TAV ჰოლდინგის ორგანიზებით, ანკარას ესენბოღას აეროპორტში ანკარა-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისის გახსნის ცერემონია გაიმართა, ღ

გენადი არველაძე საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

17 იანვარი, 2019 , 20:09

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

17 იანვარი, 2019 , 17:50

"2018 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა 110 მილიონი ლარი ( 36.8 მლნ ევრო) გადმორიცხა", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, რითაც დაადასტურა წინსვლა მთავრობის მიერ რ

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარედ ავთანდილ კასრაძე დაინიშნა

17 იანვარი, 2019 , 14:48

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ავთანდილ კასრაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 იანვარი, 2019 , 09:00

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6634 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6644 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა