უახლესი ამბები
- 19.01.2021 14:40მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სერგო ჩიხლაძე
- 19.01.2021 14:40ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა
- 19.01.2021 12:10გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
- 19.01.2021 12:10ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 19.01.2021 11:43გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
- 19.01.2021 11:19საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
- 19.01.2021 10:46დღის კალენდარი _ 19 იანვარი
არქივი
საზოგადოება


საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას პირბადეებს დავურიგებთ - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, უწყება ბორჯომის ხეობის ჰაერის მონიტორინგს აწარმოებს. სერგეენკომ აღნიშნა, რომ დაკვამლიანების გაუარესების შემთხვევაში სამინისტრო მოსახლეობას პირბადეებს დაურიგებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ლოკალიზაციისკენ ტენდენცია გაჩნდა, მშრალი ამინდი და ქარი ართულებს შედეგის განმტკიცებას. ვფიქრობ, რომ საღამოსკენ უფრო ხელმოსაჭიდი შედეგები გვექნება. ჩვენ ვაკონტროლებთ და მჭიდრო მონიტორინგი გვაქვს ჰაერის ხარისხის. კვამლის მიმართულებამ მოიმატა. თუ საჭიროება გახდება, პირბადეების მარაგი გვაქვს, რომელსაც მოსახლეობას დავურიგებთ,“- განაცხადა სერგეენკომ.
უკვე მესამე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარია. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს, ქარის გამო ხანძრის კერები განახლდა. შექმნილი ვითარების გამო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით საგანგებო შტაბი შეიქმნა.
ხანძრის ჩაქრობის სპეცოპერაცია დილიდან განახლდა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ადგილზე სხვადასხვა უწყების 500-მდე წარმომადგენელი მუშაობს, მათ შორის 300 მეხანძრე-მაშველი.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ორი თურქული ვერტმფრენი ბათუმშია, ხოლო თვითმფრინავი დღის ბოლოს შეუერთდება მეხანძრე-მაშველებს.
ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
19 იანვარი, 2021 , 14:40

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2994 ლარი გახდა
18 იანვარი, 2021 , 17:15