უკან

რეგიონები

13 იანვარი, 2023 14:25
font-size

საჩხერეში პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა

კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, საჩხერის მუნიციპალიტეტში პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფოს რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და პაოლო იაშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ.

კულტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა პოეტის შთამომავლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას პაოლო იაშვილის მშობლიური სახლის გაცოცხლება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამიერიდან სამინისტროს, ეროვნული მუზეუმისა და მუნიციპალიტეტის ძალისხმევით გახსნილ სახლ-მუზეუმში დამთვალიერებელი პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობას გაეცნობა. თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ხანებში სახლ-მუზეუმი ისევ იქცევა კერად, რომელიც ქართველ მწერლებს, და არამხოლოდ მათ, უმასპინძლებს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ რესტავრირებულ შენობაში მუზეუმის სრულფასოვნად ფუნქციონირების მიზნით, სამინისტროს სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენელთა მიერ დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა პირველ ეტაპზე შექმნა სამუზეუმო კონცეფცია, კერძოდ, სახლ-მუზეუმის ხუთი ოთახი დაიყო თემატურ სივრცეებად: პოეტის ბავშვობა და ოჯახი, ქუთაისის პერიოდი, მულტიმედიური სივრცე, „ცისფერყანწელების“ დარბაზი და პაოლოს ოთახი. შეგროვდა და დამუშავდა საარქივო და ფოტომასალა, მოგროვდა შესაბამისი ეპოქის ავეჯი და რელიკვიური ნივთები. რესტავრირდა ოჯახის ავეჯი, დამონტაჟდა საინფორმაციო სტენდები და ვიდეორგოლები. მნიშვნელოვანია, რომ ექსპოზიციის შექმნისას მაქსიმალურად შენარჩუნდა მამაპაპისეული სახლის ავთენტური სახე. სამუშაოებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საჩხერის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი მოსახლეობა და პოეტის ოჯახი.

პაოლო იაშვილის მშობლიური სახლის სახლ-მუზეუმად და კულტურის კერად გადაქცევის მიზნით მუშაობა 2022 წლის აპრილში, სწორედ კულტურის სამინისტროს ინიციატივით, პოეტის შთამომავლებთან შეხვედრის შედეგად დაიწყო. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პოეტის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და თავად აცნობა მის ოჯახსა და შთამომავლებს, რომ პაოლო იაშვილის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამინისტრო სახლ-მუზეუმის კონცეფციის შექმნასა და განხორციელებას დააფინანსებდა.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს, სამინისტროს ხელშეწყობითა და ფონდის – „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის“ – ორგანიზებით, პაოლო იაშვილის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად განხორციელდა პროექტი „პაოლო იაშვილი – „ელენე დარიანის დღიურები“. კრებულის გამოცემით, დარგის სპეციალისტთა პროფესიონალური და კომპეტენტური ანალიზისა და დასკვნების საფუძველზე, განხორციელდა მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ქართული სიმბოლისტური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პოეტის, ლიტერატურის კრიტიკოსის, პროზაიკოსის, მთარგმნელის, „ქართველი ევროპეისტის“ – პაოლო იაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაცია და კიდევ ერთხელ შეფასდა ქართულ მწერლობაში მანამდე უპრეცედენტო მოვლენა – ლიტერატურული მისტიფიკაცია „ელენე დარიანის დღიურები“. მოცემული პროექტი სამინისტრომ მას შემდეგ განახორციელა, რაც გამოიკვეთა ტენდენცია პაოლოს შემოქმედების საზოგადოებისათვის არასწორად მიწოდების მიზნით. პროექტის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართება.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი