უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

10 მაისი, 2018 16:10
font-size

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო ტაქტიკური კურსი დაიწყო

ფრანგი ინსტრუქტორების დახმარებით, ახალი, ფრანგული კურსის ანალოგი - სამთო ტაქტიკური კურსის განვითარების მეორე ფაზა მიმდინარეობს. აღნიშნული კურსი სამთო ტაქტიკაში, მაღალმთაში ბრძოლების წარმოების მიზნით, ქვეითი ოცეულების მომზადებას ითვალისწინებს. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში დღეს თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა, რომელიც სამთო ტაქტიკური კურსის დაწყებისა და მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოგვიანებით ლევან იზორიამ სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა სამთო მომზადების სკოლის ჩამოყალიბებისა და წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა და ქართული მხარისთვის კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, სამთო ტაქტიკური კურსის დაწყებით, საჩხერის სამთო მომზადების სკოლა თვისობრივად განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. პირად შემადგენლობას კურსის დაწყება პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმაც მიულოცეს. მათ თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით სამთო მიმართულების გაძლიერების კუთხით, ორ ქვეყანას შორის ინტენსიური თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს.

ღონისძიებაზე საფრანგეთის ელჩი, პასკალ მენიე და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ოლივიე მადიო საჩხერის სამთო მომზადების სკოლისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვეს. ლევან იზორიამ საფრანგეთის ელჩს სპეციალური სიგელი, ხოლო თავდაცვის ატაშეს მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადასცა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი