უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

28 ივლისი, 2021 09:39
font-size

სად შეიძლება ნამდვილი, იაპონური ინგრედიენტებით მომზადებული სუშის გასინჯვა თბილისში?

მიუხედავად იმისა, რომ აზიური სამზარეულო კერძებისა და გემოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სუშის პოპულარობა დიდი ხანია გასცდა იაპონიას და დაიპყრო მსოფლიო გურმანთა გულები.

სუშის ისტორია დაახლოებით 2000 წელს ითვლის და მისი წარმოშობა სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიას უკავშირდება. აზიელი ფერმერები თევზს დამარილებულ ბრინჯში ინახავდნენ, რამდენიმე თვის შემდეგ ბრინჯისგან აცალკევებდნენ და დამოუკიდებლად მიირთმევდნენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თავდაპირველად სუში მხოლოდ თევზის „შემნახველ“ საშუალებად გამოიყენებოდა. ისეთი სახით, როგორითაც დღეს ჩვენთვისაა ცნობილი, პირველად იაპონელმა მზარეულმა ჰანაია იოჰეიმ მოამზადა.

წლებთან ერთად სუშის მომზადების ტექნოლოგია იცვლებოდა, მაგრამ იაპონური დახვეწილობა და ესთეტიკა დღემდე შენარჩუნებული აქვს. დღესდღეობით, სუშის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ ძირითადი კატეგორიებია: მაკი, ტემაკი, საშიმი, გუნკანი და ნიგირი.

სუშირუმი - ნამდვილი სუში

ქალაქში საუკეთესო ადგილი სუშის დასაგემოვნებლად და იაპონური კულტურის შესაგრძნობად რესტორანი „სუში რუმია“. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისში საუკეთესო სუში სწორედ აქ აკეთებენ, მთავარი საიდუმლო ალბათ ის გახლავთ, რომ ხსენებულ რესტორანში სუში მხოლოდ იაპონური და ნორვეგიული, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება, დაუვიწყარი არომატიც სწორედ აქედანაა განპირობებული.

გარდა სუშისა, „სუში რუმში“ წარმოდგენილია სხვა აზიური ცხელი კერძები, სალათები და დესერტის არნახული არჩევანი - ბანანის ჩხირები, ბანანის ბურთები, შოკოლადის მოჩი, ქოქოსის დესერტი, სეზამის ბურთები, ნაყინი და სხვა.

„სუში რუმი“ ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ზღვის ზღარბის ხიზილალა - უნის (Uni), რომელსაც საქართველოში სხვაგან ვერსად ვერ დააგემოვნებთ. დამატებით, ვერსად ისეთი მაღალი ხარისხის ვაგიუს (Waguy Beef), ჰოტატეს და ჰამაჩის ვერ მიირთმევთ, როგორიც „სუში რუმშია“.

გარდა ამისა, „სუში რუმი“ მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს - შეფ მზა­რე­უ­ლის სახ­ლში გა­მო­ძა­ხე­ბას, რომელიც თქვენი და თქვენი სტუმრების თვალწინ ნამდვილ სუშის მოამზადებს; სუ­შის მას­ტერკლა­სებს მოყ­ვა­რუ­ლი მზა­რე­უ­ლე­ბის­თვის; სუ­შის მი­წო­დე­ბას ქე­ი­თე­რინგ კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის; ორი­გი­ნა­ლუ­რი სუ­შის ტორ­ტის მომ­ზა­დე­ბას მომ­ხმა­რებ­ლის გე­მოვ­ნე­ბის გათვალისწინებით.

სად ან როგორ დავაგემოვნოთ სუშირუმის კერძები?

იმისათვის, რომ ეზიაროთ იაპონური სამზარეულოს ნამდვილ გემოებს, შეგიძლიათ, ჩამოთვლილი სამი მისამართიდან ნებისმიერს ეწვიოთ - ფარნავაზ მეფის გამზ. N1 (გუდვილის შენობა), ი. აბაშიძის N10/12, პ. ქავთარაძის N1 (სითი მოლი) - ეს სუშირუმის ფილიალები გახლავთ თბილისში, სადაც თამამად შეგიძლიათ, მიიყვანოთ სტუმრები აზიური კერძების დასაგემოვნებლად და დარწმუნებული იყავით, დაუვიწყარ საღამოს აჩუქებთ მათ.

თუ ნამდვილი სუშის გემო გვაინტერესებს და ყველა იმ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სარგებლის მიღება გვინდა რაც სუშის და ზღვის პეოდუქტებს უკავშირდება, არ უნდა ვეძებოთ დაბალფასიანი და ბიუჯეტური შეთავაზებები და ხარისხს მივანიჭოთ უპირატესობა.

NS

ავტოდაზღვევა სახლიდან გაუსვლელად

9 სექტემბერი, 2021 , 09:52

დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული სერვისია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენთვის ძვირფასი და ძვირადღირებული ნივთების დაზიანებისას ავინაზღაუროთ ფინანსური ზარალი.  ავტოდაზღვევის ქონა კი კიდევ უფრო მნიშვენლოვანია, რ

სად შევიძინოთ ორთოპედიული ფიქსატორები?

28 აგვისტო, 2021 , 13:09

ფიქსატორები ადამიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარება,რის გამოც თანამედროვე მედიცინაში მათ საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ. ეს პროდუქტი ტრავმის შემდგომ პერიოდში და  სხვადასხვა დაზიანების დროს ინი

ორთოპედიული ბალიშის გამოყენების უპირატესობები

19 აგვისტო, 2021 , 11:27

ორთოპედიულ ბალიშებს  ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ.ამ პროდუქტის ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია, შესაბამისად, მომხმარებელთა კატეგორიაც მრავალფეროვანია. ორთოპედიულ ბალიშებს განსხ

BENTLEY FLYING SPUR MULLINER – გამორჩეული ოთხკარიანი

18 აგვისტო, 2021 , 17:14

-Flying Spur Mulliner: ეს წარმოუდგენელი ავტომობილი, კიდევ უფრო სრულყოფილი გახდა -Bentley-ს ახალი ჰიბრიდული აგრეგატები, ბენზინის ექვს ცილინდრიანი ძრავით, ასევე შთამბეჭდავი ბენზინის ძრავი 8 ცილინდით და W12 ძრავით -Bentley

ორთოპედიული მაღაზია “ახალი ხედვა”

27 ივლისი, 2021 , 09:12

ორთოპედიული მაღაზია "ახალი ხედვა" პროდუქციის იმპორტს  საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან  2012 წლიდან აწარმოებს. ამ პერიოდიდან, დღემდე კომპანიის ფილიალებში

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - `ნიკოს` და RESPONSIBLE.GE-ს პროექტი გრძელდება

29 ივნისი, 2021 , 22:34

მასშტაბური კედლების შემდეგ მოძრაობა "ნიკო" კალათბურთის სტადიონების მოხატვას შეუდგა. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში უბნ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი