უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

28 აგვისტო, 2021 13:09
font-size

სად შევიძინოთ ორთოპედიული ფიქსატორები?

ფიქსატორები ადამიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარება,რის გამოც თანამედროვე მედიცინაში მათ საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ. ეს პროდუქტი ტრავმის შემდგომ პერიოდში და სხვადასხვა დაზიანების დროს ინიშნება. ის სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის არის განკუთვნილი.

კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს ორთოპედიული ფიქსატორების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. სამედიცინო მაღაზია თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში 16 მაღაზიითა წარმოდგენილი. ფილიალებში უმაღლესი ხარისხის ფიქსატორები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი.

ახალი ხედვისორთოპედიული ფიქსატორები

“ახალ ხედვაში “ წარმოდგენილი ორთოპედიული ფიქსატორების მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger.

მორსა/MorsaCyberg - თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს, ის საქართველოში „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია.

ახალი ხედვის მაღაზიებში წარმოდგენილია კისრის,მხრის,იდაყვის, კოჭის,მუხლის, სხივ-მაჯის, თითის, ტერფისა და მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები, ასევე წელის კორსეტები და ქამრები.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

- იდაყვის ფიქსატორი - გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ,ასევე ეპიკონდილიტისა და ჩოგბურთის იდაყვის სინდრომის დროს. ის იცავს სახსარს დაზიანებისგან ფიზიკური დატვირთვის პროცესში. მისი გამოყენება ამცირებს ტკივილს, გამოყოფს და ინარჩუნებს სითბოს. ამ პროდუქტის ტარება კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას.

- ტერფის ფიქსატორი - ტერფის ან წვივის ტრავმების, სხვადასხვა დაავადების გაჩენისგან პრევენციის,ქუსლის დეზისა და ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენება. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია ბურსიტისა და პოდაგრის დროს,ცერა თითის დეფორმაციის შემთხვევაში.მათი დანიშნულებაა თითების განზიდვა,ტკივილის შემცირება და მდგომარეობის პროგრესირების შენელება.ზოგიერთი მათგანი ტერფს მექანიკური დაზიანებისა და კოჟრის გაჩენისგან იცავს.

- მენჯ-ბარძაყის ფიქსატორი - სხეულის ამ ნაწილის სახსრის დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოიყენება. პაციენტები მას ბარძაყის კუნთების სხვადასხვა სახის დაზიანების დროსაც ატარებენ. ეს ფიქსატორი ხელს უწყობს რეაბილიტაციის პერიოდის დაჩქარებასა და ტკივილების შემსუბუქებას. საზარდულის თიაქრის ბანაჟი კი გამოიყენება საზარდულის თიაქრის დროს.ის ხსნის დისკომფორტს ამ მიდამოში და ახდენს გართულებების პრევენციას.

- სხივ-მაჯის ფიქსატორი - ექიმის რეკომენდაციით შეგიძლიათ,გამოიყენოთ მაჯის სახსრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს, ასევე მყესების დაჭიმულობის შემთხვევაში.ის უზრუნველყოფს სახსრის იმობილიზაციასა და სტაბილიზაციას.მაჯის მანჟეტის გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობისა და სხვა ფიზიკური დატვირთის დროს,დამატებითი დაზიანების თავიდან ასარიდებლად.

რა უნდა ვიცოდეთ ორთოპედიული ფიქსატორების შესახებ?

ორთოპედიულ ფიქსატორებს აქვს სხვადასხვა ტიპის ჩანართი,დამზადებულია სხვადასხვა ქსოვილისგან,ამიტომაც შეძენისას აუცილებელია,რომ გავითვალისწინოთ როგორც დაზიანების ტიპი და ხარისხი,ასევე ზომა და პაციენტის ასაკი.ძალიან მნიშვნელოვანია,რომ მივაქციოთ ყურადღება პროდუქტის ხარისხსაც.როგორც აღვნიშნეთ ის დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მომხმარებლები მას სხვადასხვა მიზნით გამოიყენებენ - ეს შეიძლება იყოს ტკივილის შემსუბუქება, იმობილიზაცია ან რომელიმე დაავადების პრევენცია. სწორედ ამიტომ მაღალი ხარისხი სწორი მკურნალობისა და სწრაფი რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც შეეხება გამოყენების ხანგრძლივობას,უმჯობესია,ეს საკითხი პირად ექიმთან დააზუსტოთ.

თანამედროვე ტრენდები ბიზნესში

20 ოქტომბერი, 2021 , 18:49

სტატისტიკურად, 2019 წელს 2.05 მილიარდმა ადამიანმა ისარგებლა ონლაინ შესყიდვებით, რაც იმაში გვარწმუნებს, რომ მსოფლიო მოსახლეობის 21.55% ინტერნეტის საშუალებით ყიდულობს პროდუქციას.  მიმდინარე წლის ბოლომდე,  ამ მაჩვ

BENTLEY BENTAYGA - გამორჩეულად დახვეწილი ქროსოვერი

18 ოქტომბერი, 2021 , 21:37

Bentley Bentayga თავისი სეგმენტის უპირობო ეტალონია დახვეწილი ქროსოვერი, ფლობს უპრეცედენტო სიმძლავრეს და გამოირჩევა განსაცვიფრებელი მდიდრულობითა და კომფორტით ყოველდღიურ მგზავრობაში ახალი დიზაინი განსახიერებს ბენტლის ბრენ

მიეცი ხმა და მოხატე სტადიონი შენს უბანში!

18 ოქტომბერი, 2021 , 17:18

-ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ნიკო კალათბურთის სტადიონების მოხატვას აგრძელებს -მეხუთე სტადიონი, რომელიც პროექტის ფარგლებში მოიხატება, გამოკითხვით შეირჩევა -ხმის მიცემა artball.ge-ზე მიმდინარეობს და 22 ოქ

სამედიცინი მაღაზია “ახალი ხედვა” - ორთოპედიული ფიქსატორების ყველაზე დიდი არჩევანი

18 ოქტომბერი, 2021 , 11:49

კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.  ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე სამედიცინო ჯგუფს თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვს

რამდენად საშიშია ვარიკოზი?

18 ოქტომბერი, 2021 , 10:09

ვარიკოზი გავრცელებული ვენური დაავადებაა და ის ძირითადად წლების მატებასთან ერთად ქალებში ვლინდება. დიდხანს დგომისა და ჯდომის შემდეგ თუ  ფეხების შეშუპება, სიმძიმე  და წვის შეგრძნება გაწუხებთ, უნდა გადაამოწმოთ, შე

ქართულ კიბერსპორტში ახალი ერა იწყება!

16 ოქტომბერი, 2021 , 13:00

ევროპაბეთისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის ურთიერთთანაშრომლობის შედეგად, კიბერსპორტში უპრეცედენტო ტურნირი იწყება, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება. მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში არ ჩა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი