უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მაისი, 2022 14:00
font-size

სადამდე უნდა იყოს, რომ უცხოეთში ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი და არჩევნებში მონაწილეობდეს დაახლოებით ათასობით ადამიანი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონულად უნდა შეეძლოთ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"სადამდე უნდა იყოს, რომ უცხოეთში ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი და არჩევნებში მონაწილეობდეს დაახლოებით ათასობით ადამიანი. დღეს არსებობს ელექტრონული ფორმით არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება. ჩვენს ქვეყანაში ეს გამოვცადეთ და ალბათ დრო არის, გადავიდეთ ამ საშუალების გამოყენებაზე, რათა უცხოეთში მყოფ ქართველებს მივცეთ საშუალება, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა. თან როდესაც არ ცხოვრობ ისე ახლოს რომელიმე ქვეყნის დედაქალაქთან, ალბათ უფრო სხვა საკითხებზე ფიქრობ და ეს პოლარიზაციას ქვემოთ დასწევდა. კიდევ ბევრი რამ არის, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიასპორა იყოს უფრო ჩართული. ერთი არის დიასპორის სახლი, რომელიც შეიძლება, იყოს ვირტუალური სახლი. არ არის აუცილებელი, შენობა იყოს, მაგრამ იყოს ვირტუალური დიასპორის სახლი საქართველოში, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებდა ყველა კითხვაზე, რომელიც დაისმებოდა დიასპორაში. უცხოეთში როდესაც ვხვდები დიასპორის წარმომადგენლებს, მოდის მათგან ინიციატივები, რომ მზად ვართ მასტერკლასები ჩავატაროთ ზაფხულში, ჩავერთოთ სხვადასხვა მიმართულებით რეგიონებში, მაგრამ შემდეგ ამის ამოქმედება აქედან საკმაოდ რთულია, რადგან ამას არ აქვს თავისი პროცედურები. დიასპორის სახლი კი, სწორედ ამაზე იქნება მიმართული და პასუხისმგებელი, რომ ინიციატივები უპასუხოდ არ დარჩეს.

მათი ეკონომიკური ჩართულობაც მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვყავს ისეთი მდიდარი დიასპორა, როგორც სხვა ქვეყნებს, მაგრამ ადამიანები, დიასპორის წევრები, რომლებიც არიან ცოტა შეძლებული, წელში გამართული და შეუძლიათ რაღაცის გაკეთება, უნდათ არა მხოლოდ ქველმოქმედება, არამედ ქვეყნის განვითარებაში ჩართვა, ინვესტიციების ჩადება, არა მილიონების, არამედ რომელიმე პროექტის განვითარების მონაწილე იყვნენ. აქაც საჭიროა, პროექტები იმ ფორმით იყოს მზად და მიწოდებული, რომ ადვილი იყოს, ჩადო შენი წვლილი და მიიღო მონაწილეობა. ამით გახდე ამ ქვეყნის ნამდვილი ნაწილი, შეიტანო წვლილი და იგრძნო, რომ თუნდაც სხვაგან ცხოვრობდე, მაინც ხარ ამ ქვეყნის მკვიდრი, ნაწილი. ჩვენ ვართ მდიდარი ამ დიასპორით და გავმდიდრდეთ მათთან ურთიერთობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი