უკან

კომენტარი

25 სექტემბერი, 2020 15:10
font-size

სადაც დავითი დააკავეს, ახლა მეც აუცილებლად დამაკავებენ, არაფრის მეშინია, რაც უნდათ, ის უქნიათ - - მიხეილ რამიშვილი

სადაც დავითი დააკავეს, ახლა მეც აუცილებლად დამაკავებენ, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს გავრელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმად, დავით ფურცხვანიძე დააკავეს.

„ნათელია უკვე, რომ გამოძიება ცდილობს არა ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას, არამედ საქმის როგორმე ჩაფარცხვას და სხვა რაღაცით გადაფარვას. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელს აფარებს იმ დამნაშავეთა ჯგუფს, რომელიც ამ საქმეშია ჩართული და თამარი მოკლულია. დავით ფურცხვანიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა და იქიდან სატელიტიდან გადაღებული დამატებითი სურათის ჩამოტანას აპირებდა, რომელიც მიუთითებს, რომ 18-დან 22 ივლისამდე ავტომობილი იქ არ იდგა. დავით ფურცხვანიძე ექსპერტიზის დასკვნის ჩამოტანას აპირებდა. საერთოდ წყარო რატომ უნდა დააკავო?! მან დაასახელა საიდან ჰქონდა ის სურათები, მითითება ჰქონდა ქვეყნის, გვარი, ვისგანაც ფოტოები მიიღო და დამატებით კიდევ მეილები. ის ითხოვდა, რომ დაკითხვის ოქმი, სადაც მან დეტალურად თქვა ყველაფერი, გამოქვეყნებული ყოფილიყო მაგისტრი მოსამართლის წინაშე. მაგრამ სადაც დავითი დააკავეს, ახლა მეც აუცილებლად დამაკავებენ იმიტომ, რომ ფოტოები მე გავასაჯაროვე. მე ინფორმაციის სახით მოვუტანე და მივეცი პროკურატურას. ეხლა თუ წყაროს აკავებენ, მაშინ წავიდნენ და შემდეგი წყარო დააკავონ, იმის მერე კიდევ წყაროები დააკავონ. წყაროებზე იარონ და ვიცი, რომ ამის შემდეგ მეც დამაკავებენ.

მე დავით ფურცხვანიძის ადვოკატს საქმის ვითარებას გავაცნობ და ვეტყვი, როგორ უნდა იმოქმედოს ისე, რომ არ ინერვიულოს ბატონმა დავითმა, მაგრამ ამ ბინძურ საქმეს, რასაც ესენი აკეთებენ, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება. არაფრის არ მეშინია. დამაკავეთ. რაც უნდათ ის უქნიათ. მაინც ჩამოვა ამერიკიდან ინფორმაცია და ნახევარი საქართველოს დაკავება მოუწევთ იმიტომ, რომ ჩემ გარდა სხვებიც არიან საქმის კურსში, რომ უნდა მიიღონ ის მტკიდებულებები, რითაც დადასტურდება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ გაქვთ იმის საშუალება, რომ დადოთ საწინააღმდეგო ფაქტები, რომ ავტომობილი იქ იდგა, ავწევ ხელბს და ვიტყვი, რომ კიბატონო, მართლები ხართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ავტომობილი არ იდგა“, – განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, დავით ფურცხვანიძემ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ რამიშვილს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გადასცა, რომლის თანახმად 18-22 ივლისის პერიოდში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა სოფელ მაწევანის ტყეში არ იდგა. მოგვიანებით, პროკურატურამ განაცხადა, რომ აღნიშნული ფოტოები ყალბია და ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი