უკან

რეგიონები

6 ივლისი, 2018 12:05
font-size

სადაც გავივლიდით, ერთი საათის შემდეგ იქ გავლა შეუძლებელი ხდებოდა, რადგან გზის მონაკვეთები მდინარეს მიაქვს - სოზარ სუბარი სტიქიაზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდებით გამოწვეული სტიქიით მიყენებული ზარალი უფრო და უფრო იზრდება.

„ზარალი უფრო და უფრო იზრდება. დაახლოებით ერთი საათის წინ მდინარემ ერთი საცხოვრებელი სახლი წაიღო. მთელი ღამის განმავლობაში და დილითაც, ვაკვირდებოდით ერთ პროცესს, რომ სადაც გავივლიდით, ერთი საათის შემდეგ იქ გავლა შეუძლებელი ხდებოდა, რადგან გზის მონაკვეთები მდინარეს მიაქვს. ტექნიკა შემოსულია სოფელში, თუმცა გზების არქონა ტექნიკის მუშაობას ხელს უშლის. ტექნიკა მუშაობს ალტერნატიული გზების გაკეთებაზე. ასევე იმაზე, რომ მდინარე სადაც იცვლის კალაპოტს, დავაბრუნოთ კალაპოტში, რათა სხვა სავარგულებს და საცხოვრებელ სახლებს არ შეუქმნას საფრთხე. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩავშალოთ მდინარის მიერ წამოღებული ჩახერგილი ხე-ტყე, რაც იწვევს მდინარის კალაპოტის ცვლილებას“, - განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, სოფელ ჭუბერში, სადაც ნენსკრაჰესს აშენებენ, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უხვი ნალექის გამო გუშინ მთის დიდი ნაწილი ჩამოიშალა, რასაც მოჰყვა მდინარე ნენსკრას ადიდება.

დატბორილია მიმდებარე ტერიტორია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი