უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ეკონომიკა
სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონი გაიმართა 04.07.2012 13:49

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის 84-დღიან N27, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.96 პროცენტი, მაქსიმალური 6.22 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი 6.12 პროცენტით განისაზღვრა.