უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მარტი, 2017 14:35
font-size

სადღაც არსებობს სამართალი - ეკა მიშველაძე

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, უკანონოდ ჩაითვალა მისი გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, სამართლიანია.

„სასამართლომ კი დააკმაყოფილა ნაწილობრივ ჩემი სარჩელი, მაგრამ მთავარი ამ ყველაფერში არის ერთი რამე. მთავარი არის ის, რომ ჩემი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. რაც შეეხება დანარჩენს: მორალურ ზიანს და ა.შ - ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ეს არის ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც მაინც არსებობს სამართალი“, - განაცხადა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის სარჩელი ნბაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათილად ცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი ბარათაშვილის გადაწყვეტილება მიშველაძის გადაცემის დახურვისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ საზოგადოებრივს 30 000 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ სარჩელის ის ნაწილი არ დააკმაყოფილა, რომელიც ეხებოდა მიშველაძისთვის 3 000 ლარის გადახდას დისკრიმინაციისთვის და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გაცდენილი დროის ასანაზღაურებლად.

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სამსახურიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მიშველაძე სამსახურში დაბრუნებას, კომპენსაციის გადახდასა და დისკრიმინაციის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

ანა მებურიშვილი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0465 ლარი გახდა

3 ივლისი, 2020 , 17:40

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0465 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0463 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მოგზაურობისთვის ორივე მიმართულებით გახსნა არ ნიშნავს, თითქოს ღილაკს დააწვები და ყველაფერი შესრულდება -კარლ ჰარცელი

3 ივლისი, 2020 , 17:40

საქართველო 15-დან ერთ-ერთ ქვეყნად დასახელდა, ეს არის უსაფრთხოების სია, ეს არის აღიარება იმ წარმატებისა, რასაც მიაღწია ქვეყანამ, რომელიც ჯანდაცვის კრიზისის მოგვარებაზე არის ორიენტირებული, – ამის შესახებ საქართველოში

ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

3 ივლისი, 2020 , 17:40

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში დღეს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილება

შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს 20 ივლისიდან გახსნის

3 ივლისი, 2020 , 16:55

შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს 20 ივლისიდან გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ინფორმაცია ახალი წესებისა და ზომების შესახებ, რომელიც 20 ივლისიდან

ამ ფუქსავატობას, რომელსაც თქვენ ეწევით ბატონო გახარია, ხომ არ უნდა შეეწიროს ქართველი ადამიანი - გიორგი ვაშაძე

3 ივლისი, 2020 , 16:55

„ჩვენ ახლა ფაქტობრივად გაკოტრებულები ვართ. ერთადერთი იმედი, რაც ხალხს ჰქონდა, იყო 1-ელ ივლისს საზღვრების გახსნა და ტურისტების შემოსვლა და ეს იმედიც გახარიამ და მთავრობამ მათ ბოლომდე გაუცრუა“, - ამის შესახებ &

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

3 ივლისი, 2020 , 16:00

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, 06:00 საა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე