უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ნოემბერი, 2018 13:15
font-size

საჯარო მოხელეებისგან სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას მოითხოვენ, რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამსახურიდან გათავისუფლების მუქარას - ISFED

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელშიც მიმოხილულია 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე პერიოდი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირველ ტურთან შედარებით, მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო უფრო მკვეთრი პოლარიზებითა და ნეგატიური საარჩევნო კამპანიით ხასიათდება, ასევე გაზრდილია აგრესიული რიტორიკა.

მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა ზეწოლა/მუქარის 40; საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მუქარის 1; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3; ფიზიკური დაპირისპირების 5; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 13; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 14; წინასაარცევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 6 და დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელშეშლის 1 შემთხვევა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ფართოდ გავრცელებული სახე მიიღო ზეწოლისა და მუქარის ფაქტებმა. ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა მუნიციპლაიტეტის ხელმძღვანელები თანამშრომლებს აიძულებენ, სალომე ზურაბიშვილს მისცენ ხმა.

„ISFED-ის ინფორმაციით, ზეწოლა ხორციელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტის როგორც საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ პირებსა და სხვა მოწყვლად ამომრცეველზე. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სისტემატურად მართავენ შეხვედრებს საჯარო მოხელეებთან, რა დროსაც მათგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ. რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამსახურიდან გათავისუფლების მუქარას“, - წერია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ფაქტები ამომრჩეველზე ზეწოლა-მუქარის გარდა ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც, რადგან უმრავლეს შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირები ამ გზით ბოროტად იყენებენ თავის უფლებამოსილებას.

ყურადღება გამახვილებულია ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზეც. ანგარიშის თანახმად, პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიისგან განსხვავებით მეორე ტურის წინ ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები გამოვლინდა. კერძოდ, ოპოზიციური პარტიის აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებზე ფიზიკური ძალადობის 4 შემთხვევა, ერთ შემთხვევაში კი პირს ფიზიკურად გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის არმიცემის გამო დაუპირისპირდნენ.

ანგარიშის მიხედვით, პირველი ტურისგან განსხვავებით მეორე ტურის წინ დაფიქსირდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე გრიგოლ ვაშაძის კამპანიის მიმდინარეობისას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელშეშლის გარდა სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფაც მიაყენეს.

საკვანძო სიტყვები:

საარჩევნო სიისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის შესახებ „ევროპულ საქართველოსთან` მოლაპარაკებები მიმდინარეობდა - მიხეილ სააკაშვილი

23 სექტემბერი, 2020 , 17:15

პოლიტიკაში სრულიად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს, მე ჩემს როლს ვხედავ, როგორც გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდო

დავით ბაქრაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ სამომავლო თანამდებობების შესახებ შეთავაზება მიიღეს

23 სექტემბერი, 2020 , 17:15

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ერთიანი სიის შეთავაზებაზე საუბრობს. დავით ბაქრაძის თქმით, მითიური სიებისა და თანამდებობების შემოთავაზება ხელს უწყობს იმ პოლ

მთავარი არის, ეკონომიკური კატასტროფა როგორ დავძლიოთ და არა პრემიერობის კანდიდატები და ის, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს - სერგი კაპანაძე

23 სექტემბერი, 2020 , 12:40

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, დღეს ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია და ამ დროს მთავარი დებატების თემა არა პრემიერობის კანდიდატები და თანამდებობები, არამე

გვაქვს მკვეთრად განსაზღვრული აღმშენებლობის სტრატეგია და რაც არ უნდა თქვას ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელმა, ამ სტრატეგიის გენერალური ხაზისგან გადახვევას არ ვაპირებთ - პაატა მანჯგალაძე

23 სექტემბერი, 2020 , 12:40

ჩვენი პოლიტიკის ფილოსოფია მარტივია, უარს ვამბობთ ქართულ პილიტიკაში დამკვიდრებულ ერთმანეთის ჩაძირვის, ერთმანეთის ლანძღვა- გინების კამპანიაში მონაწილეობაზე, - ასე აფასებს დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას „სტრატეგია ა

გიორგი გახარიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

23 სექტემბერი, 2020 , 11:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლ

2024 წლის საარჩევნო მოდელს ჩვენ მიმდინარე არჩევნებზე დავტესტავთ - მამუკა ტუსკაძე

23 სექტემბერი, 2020 , 11:55

„სოციალური სამართლიანობისთვის“ 2024 წლის საარჩევნო მოდელს უკვე ამ არჩევნებში დატესტავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი არჩევნებში მონაწილეობას მაჟორიტარების გარეშე, მხოლოდ 200-კაციანი სიით მიიღებს, -ამის შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.