უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 თებერვალი, 2017 13:55
font-size

საჯარო რეესტრი საკადასტრო აზომვითი ნახაზების საველე შემოწმებას ახორციელებს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების საველე შემოწმებას ახორციელებს.

საჯარო რეესტრის კადასტრის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფები, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ მიწის ნაკვეთების საკადასტრო ნახაზების სიზუსტეს შეამოწმებენ, რომელიც მოქალაქეს სარეგისტრაციოდ აქვს წარმოდგენილი. წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზები, ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობას და ფიქსირებულ საზღვრებს უშუალოდ ველზე შედარდება.

საველე შემოწმებისას გამოვლენილი უზუსტობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება კორექტირებული ნახაზის წარმოდგენამდე შეჩერდება. ნახაზის კორექტირებისთვის, მოქალაქემ იმავე საამზომველო კომპანიას უნდა მიმართოს, რომელმაც თავდაპირველი ნახაზი მოამზადა. საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო წარმოების განახლება უფასოა.

საკადასტრო აზომვითი ნახაზი უძრავი ქონების რეგისტრაციის აუცილებელი პირობაა. იგი გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახულ ზუსტ ინფორმაციას იძლევა მიწის ნაკვეთის საზღვრის, კონფიგურაციის, ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების და სხვა მახასაითებლების შესახებ.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია სარეგისტაციოდ წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზები სწორად აზომილი, ზუსტი და სრულყოფილი იყოს. რეფორმამდე, არასწორად ან ხარვეზებით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი საკუთრების უფლების დარღვევის და მიწის რეგისტრაციის შემაფერხებელი წინაპირობა არაერთხელ გამხდარა. სწორედ ხარვეზების აღმოფხვრასა და მონაცემების სრულყოფას ითვალისწინებს საჯარო რეესტრის საკადასტრო საველე-შემოწმება.

საჯარო რეესტრის მხრიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების საველე შემოწმება მიწის ნაკვეთების გადაფარვების, ზედდებებისა და სხვა ხარვეზებს აღმოფხვრას ემსახურება. შესაბამისად, სამეზობლო დავებისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სასამართლო სარჩელების რიცხვიც მნიშვნელოვნად მცირდება.

როგორც ცნობილია, 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა; მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, წახალისდა კერძო საკუთრებაში მიწების დარეგისტრირება.

საქართველოში, საკადასტრო -აზომვით სამუშაოებს კერძო კომპანიები ახორციელებენ. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია უფასოა, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურსაც სახელმწიფო ანაზღაურებს.

მიწის რეფორმის დაწყებამდე ხშირი იყო შემთხვევები, როცა საკადასტრო ნახაზები რეალური ნაკვეთებისგან განსხვავდებოდა კონფიგურაციით, ფართობით, მდებარეობით. ზოგიერთი ამზომველი კომპანიის მხრიდან ადგილი ქონდა საკადასტრო ნაკვეთების ობიექტზე გაუსვლელად მომზადების მანკიერ პრაქტიკას. სწორედ ამ მიზნით, საჯარო რეესტრმა შეიმუშავა დამტკიცდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესი ( საქართველოს მთავრობის N 388 დადგენილება). ყველა აზომვითი ნახაზი სავალდებულოა სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს.

აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტით მოხდა როგორც მოქალაქის, ისე ამზომველის უფლებების დაცვა.

გაიმიჯნა პასუხისმგებლობა ამზომველსა და მოქალაქეს შორის, კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე − ამზომველი.

საკვანძო სიტყვები:

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

კახა კალაძე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს გაეცნო

12 აპრილი, 2024 , 13:56

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მიმდინარეობს არსებული ავარიული 4-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი, რომელსაც დღეს დედაქალაქის მ

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

12 აპრილი, 2024 , 12:01

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარეს.  როგორც ჟურნალისტებთან ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ

საქართველოს ბანკის Mastercard ბიზნეს ბარათის მფლობელები ტექნოლოგიური ბრენდების სერვისებზე სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ

11 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკმა და Mastercard-მა ბიზნესებისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნა. ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო გადახდების კომპანიასთან ერთად, ბიზნეს საქმიანობის უკეთ წარმართვისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის საჭი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი